ბელარუსი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
სვეტლანა ტიხანოვსკაია ან სვიატლანა ციხანოუსკაია (ბელარ. Святла́на Гео́ргіеўна Ціхано́ўская, რუს. Светла́на Гео́ргиевна Тихано́вская; დ. 11 სექტემბერი, 1982) —ბელარუსი ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკოსი. 2020 წელს ტიხანოვსკაია იყო ოპოზიციის კანდიდატი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის (რომელიც ასევე კენჭისყრას აპირებდა) დაპატიმრების შემდეგ გახდა.
სვეტლანა ტიხანოვსკაია | |
---|---|
ბელარ. Святлана Георгіеўна Ціханоўская | |
დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1982 (42 წლის) |
დაბადების ადგილი | მიკაშევიჩი, ბელორუსიის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ბელარუსი |
განათლება | Q116974629? |
მეუღლე/ები | სერგეი ტიხანოვსკი |
ჯილდოები | სახაროვის პრემია[1] , 100 ქალი[2] , Order of the Cross of Terra Mariana, 5th Class, Prize of the Platform of European Memory and Conscience, შარლემანის პრიზი[3] და Four Freedoms Award – Freedom Medal |
tsikhanouskaya.org | |
2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თავი ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, გამოაცხადა. არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დარღვევებს მასობრივი საპროტესო აქციები მოყვა.[4] ტიხანოვსკაიამ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი გუნდის მტკიცდებით, მან ხმების 60-დან 70 პროცენტამდე მიიღო,[5][6] რის შემდეგაც მან მიმართა დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტად აღიარების თხოვნით.[7]
2020 წლის 10 აგვისტოს, ბელარუსის საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტიხანოვსკაიამ მიმართა კომისიას დარღვევების აღრიცხვისა და შედეგების გადათვლის მოთხოვნით.[8] კომისიის შენშენობაში ის შეხვდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მან წაიკითხა მიმართვა პროტესტის მონაწილეებისთვის, რომელშიც პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი შეწყდა.[9]
2020 წლის 11 აგვისტოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გაავრცელა ინფორმაცია ტიხანოვსაიას ლიტვაში ყოფნის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბელარუსმა ძალოვანებმა ტიხანოვსკაიას ვიდეოს ჩაწერა და ქვეყნის დატოვება აიძულეს. [10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.