სინტაქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სინტაქსი — გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს. იგი არკვევს, რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური ერთეულებია: წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.