From Wikipedia, the free encyclopedia
სირიის არმია, ოფიციალურად: სირიის არაბული არმია (SAA) (არაბ. الجيش العربي السوري) — სირიის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები. ის სირიის სამხედრო შენაერთების ყველაზე დიდი ნაწილია და მასშია გაერთიანებული ცოცხალი ძალის დაახლოებით 80 %. სირიის არმიის ისტორია იწყება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა მოიპოვა მანდატი რეგიონში და შექმნა ადგილობრივი შეიარაღებული ძალები.[5] დაარსების ოფიციალურ თარიღად ითვლება 1945 წელი, როდესაც სირიამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა.
სირიის არაბული არმია الجيش العربي السوري | |
---|---|
სირიის არაბული არმიის დროშა | |
აქტიური | 1 აგვისტო, 1945[1] |
ქვეყანა | სირია |
შემადგენლობა | შემადგენლობა: 125,000, 2015 წლის აპრილის მონაცემებით[2] რეზერვი: |
ტიპი | არმია |
როლი | სახმელეთო ომი |
გარნიზონი | დამასკო |
დევიზი | "حماة الديار" (ჰუმატ ად-დიარ) |
ფერები | მწვანე, წითელი, თეთრი |
დღესასწაულები | 1 აგვისტო. |
ბრძოლები | არაბეთ-ისრაელის ომი (1948) ომი გამოფიტვაზე |
მეთაურები | |
სირიის პრეზიდენტი | მუშირი ბაშარ ალ-ასადი[3] |
თავდაცვის მინისტრი | გენერალი ფაჰედ ჯასემ ალ-ფრეჯი |
გენერალური შტაბის მეთაური | გენერალი ალი აბდულა აიუბი[4] |
1946 წლიდან არმია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არმიის დახმარებით განხორციელდა 5 სამხედრო გადატრიალება. მათ შორის 1946 წელს მარტის სამხედრო გადატრიალება და ასევე: 1954, 1963, 1966, და 1970 წლებში. მონაწილეობდა ისრაელთან ოთხ ომში: 1948-ში, ექვსდღიან ომში 1967-ში, იომ-ქიფურის ომში 1973-ში და 1982-ში ლიბანში. მისი ჯავშნოსანი დივიზია ასევე გაგზავნილი იყო 1990–91 წლების სპარსეთის ყურის ომში, ასევე 1976-2005 წლებში სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციის დროს იყო მთავარი დასაყრდენი ძალა. ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1979–82 წლების ისლამური აჯანყების ჩახშობაში და 2011 წლიდან ჩართულია სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც მისი არსეობის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი და ძალადობრივი ომია.
სირიის სამხედრო აღჭურვილობის უმეტესობა იყო საბჭოთა წარმოების.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.