სიღნაღის მაზრა
From Wikipedia, the free encyclopedia
სიღნაღის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ტფილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ცენტრი — სიღნაღი. შეიქმნა 1801 წელს.[1] გაუქმდა 1840 წელს, მაგრამ აღადგინეს 1845 წელს. სიღნაღის მაზრაში შედიოდა შემდეგი უბნები: ბაკურციხისა, კოდაღოსი, მაჩხაანისა (1901-დან ქვემო მაჩხაანის), შირაქისა და ალაზანგაღმა. სიღნაღის მაზრა საბოლოოდ გაუქმდა 1929 წელს. 1834 წლისთვის სიღნაღის მაზრის მოსახლეობა დიუბუა დე მონპერეს ცნობით იყო 45 000 ადამიანი. მონპერესვე ცნობით მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა-მევენახეობა, ვენახევს ეჭირა 3000 დესეტინა მიწა და ისხმებოდა 19840 პინტა ღვინო. მაზრის მევენახეობის რეგიონებს შორის გამოირჩეოდა უკანამხარი (ტიბაანი, ჭოტორი, ბოდე, მაღარო და მაჩხაანი) და წინამხარი (მუკუზანი, ახაშენი, ველისციხე, კარდენახი), სადაც უკეთესი ხარისხის ღვინოები მოდიოდა.