From Wikipedia, the free encyclopedia
„სპაიდერვიკის ქრონიკები“ (ინგლ. The Spiderwick Chronicles) — 2008 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, რომელიც წარმოადგენს ჰოლი ბლეკისა და ტონი დიტერლიზის ამავე სახელწოდების ბესტსელერი წიგნების სერიის ადაპტირებულ ვარიანტს. თავგადასავალი ვითარდება ჯარედ გრეისის და მისი ოჯახის გარშემო, როდესაც აღმოაჩენენ წიგნს, რომელსაც ისინი ფერიებთან, ავ სულებთან - ე.წ. გობლინებთან და სხვა ზღაპრულ ქმნილებებთან მიჰყავს. ფილმის რეჟისორია მარკ უოტერსი.
„სპაიდერვიკის ქრონიკები“ | |
---|---|
ოფიციალური პოსტერი | |
რეჟისორი | მარკ უოტერსი |
პროდიუსერი |
მარკ კენტონი ლარი ფრანკო ელენ გოლდსმით-ვეინი კერი კირკპატრიკი |
სცენარის ავტორი |
კერი კირკპატრიკი დევიდ ბერენბაუმი ჯონ სეილზი |
ეფუძნება |
სვაიდერვიკის ქრონიკები — ტონი დიტერლიზი და ჰოლი ბლეკი |
როლებში |
ფრედი ჰაიმორი სარა ბოლჯერი მერი ლუიზ-პარკერი მარტინ შორტი ნიკ ნოლტი ჯოან პლოურაიტი დევიდ სტრეტჰერნი |
კომპოზიტორი | ჯეიმზ ჰორნერი |
ოპერატორი | კალებ დეშანელი |
მონტაჟი | მაიკლ კენი |
სტუდია |
Nickelodeon Movies Kennedy/Marshall Atmosphere Pictures |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 95 წთ.[1] |
ქვეყანა |
აშშ ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 90 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 162,839,667 აშშ დოლარი |
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ფრედი ჰაიმორი, სარა ბოლჯერი, მარტინ შორტი, ნიკ ნოლტი და სეთ როგენი. შექმნილია Nickelodeon Movies-ის მიერ, ხოლო დისტრიბუციას უწევს Paramount Pictures. ფილმი 2008 წლის 14 თებერვალს გამოვიდა, ხოლო ამავე წლის 24 ივნისს DVD-ზე და ე.წ. Blu-ray დისკზე გამოიცა აშშ-ში.
ფილმის შესამოსავალმა 162,839,667 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.