რუსი გეოგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
სტანისლავ ვიკენტის ძე კალესნიკი (რუს. Калесник, Станислав Викентьевич; დ. 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი ], 1901, სანქტ-პეტერბურგი — გ. 13 სექტემბერი, 1977, ლენინგრადი) — რუსი გეოგრაფი. ფიზიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). სკკპ წევრი 1943 წლიდან. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. იყო ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე (1950 წლიდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტბათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი (1955 წლიდან).
სტანისლავ კალესნიკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 (23) იანვარი, 1901 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1977 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | კომაროვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი |
კალესნიკის მთავარი შრომები შეეხება ზოგადი დედამიწისმცოდნეობის, ლანდშაფტმცოდეობისა და გლაციოლოგიის თეორიულ, აგრეთვე ცენტრალური ტიან-შანისა და ჯუნღარის ალათაუს გეომორფოლოგიურ საკითხებს. ფიზიკურ გეოგრაფიაში და გლაციოლოგიაში შეიტანა ახალი ცნებები: ჰიონოსფერო, გამყინვარების ენერგია, გეოგრაფიული სტრუქტურა. ჰიონოსფერო არის ტროპოსფეროს ნაწილი, რომლის ფარგლებში რელიეფის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას და იარსებოს მრავალწლოვანმა თოვლნარებმა და მყინვარებმა. გამყინვარების ენერგია წარმოადგენს მყინვარების მასის ბალანსის ვერტიკალურ გრადიენტს.
სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1968–1972). საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1968–1972). კრაკოვისა და ფინეთის (ტურკუ) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. კალესნიკის სახელი ეწოდა მყინვარებს იმიერილისა და ჯუნღარის ალათაუში, პოლარულ ურალში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.