სტელან სკარშგორდი
From Wikipedia, the free encyclopedia
სტელან სკარშგორდი (შვედ. Stellan Skarsgård; (/ˈstɛlən ˈskɑːrsɡɑːrd/;; 13 ივნისი, 1951) — შვედი კინოსა და თეატრის მსახიობი. ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი. თანამედროეობის ერთ-ერთი განთქმული შვედი მსახიობი.
სტელან სკარშგორდი | |
---|---|
სტელან სკარშგორდი 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | ჯონ სტელან სკარშგორდი |
დაბადების თარიღი |
13 ივნისი, 1951 (1951-06-13) (73 წლის) გეტებორგი, შვედეთი |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | მსახიობი, |
აქტიური | 1968-დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 8, მათ შორის ალექსანდერი, გუსტაფი, ბილი, ვალტერი |
სტელან სკარშგორდი დაიბადა ქალაქ გეტებორგში, გუდრუნ და იან სკარშგორდის ოჯახში.[1][2] ბავშვობაში ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში, მათ შორის — ჰელსინგბორგში, ტოტებოში, კალმარში,მარიელუნდში და უფსალაში.[3] მან აღიარება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოიპოვა ადგილობრივი ტელევიზიით. 1972—1988 წლებში მოღვაწეობდა სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში. კინოში მოღვაწეობს 1982 წლიდან.
იგი ცნობილია დანიელ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერთან თანამშრომბლობით. სკარშგორდი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ტრიერის 5 ფილმში: „ტალღებთან მებრძოლი“ (1996), „სიბნელეში მოცეკვავე“ (2000), „დოგვილი“ (2003), „მელანქოლია“ (2011), „ნიმფომანიაკი“ (2013). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“ (2006), „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012) „გოგონა დრაკონის ტატუთი, „მამა მია!“ (2008), „გოიას ლანდები“ (2006) და სხვა. 2019 წელს შეასრულა ვალერი ლეგასოვის როლი მინისერიალში „ჩერნობილი“.
1975—2007 წლებში სკარშგორდი დაქორწინებული იყო ექიმ მიუ გიუნტერზე,[4] ვისთან ერთადაც ეყოლა ექვსი შვილი. 2009 წლის იანვარში იგი ხელმეორედ დაქორწინდა მეგან ევერეტზე.[5] წყვილს ჰყავს ორი შვილი.