ორადგილიანი გამანადგურებლების სუ-27UB, სუ-30 და სუ-30K გაუმჯობესებული ვერსია. მოგვიანებით იწარმოებოდა როგორც სუ-30M2. ბელარუსს აქვს სუ-30KN-ის სტანდარტამდე გაუმჯობესებული რამდენიმე ყოფილი ინდური სუ-30K.[6]
სუ-30M
გაუმჯობესებული მრავალფუნქციური სუ-27PU.
სუ-30MK
სუ-30M-ის კომერციული ვერსია, პირველად გამოუშვეს 1993-წელს. საექსპორტო ვერსიას დამატებული აქვს სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობები Hindustan Aeronautics Ltd-სთვის.
სუ-30M2
სუ-30-ის საავიაციო საწარმოს კომსომოლსკოე-ნა-ამურეს მოდიფიკაცია. რუსეთის საჰაერო ძალების 2009 წლის შეკვეთა. ტესტირებებიდასრულდა 2010 წლის სექტემბერში.[7][8]
მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა რუსეთისა და ინდოეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის. ის წარმოადგენს სუ-30-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-H“. ითვლება რომ ის უფრო წინ წასულია ვიდრე საბაზისო სუ-30MK, ჩინური სუ-30MKK/MK2, და მალაიზიური სუ-30MKM.[9]
საექსპორტო ვერსია ჩინეთისათვის. MKK (Modernizirovannyi, Kommercheskiy, Kitayski -მოდერნიზებული, კომერციული, ჩინეთისათვის)-სტანდარტის. ნატოს კლასიფიკაციით „Flanker-G“).
სუ-30MKM
რუსულ-ინდური MKI-ის ნაწარმი, MKM არის შექმნილი სპეციალურად მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალებისთვის (M-აღნიშნავს „მალაიზიას“). ამ მოდელში გამოყენებულია SAAB AVITRONICS-ის სენსორული მოწყობილობები და რუსული NIIP N011M BARS PESA რადარები.
სუ-30MKA
MKI-ის ბაზაზე გაკეთებული მოდელი ალჟირისთვის.
სუ-30SM
Su-30MKI-ის სპეციალური ვერსია რუსული ჯარისთვის.[10] 30 ამ მოდელზე შეკვეთა ქარხანამ მიიღო 2012 წელს. მოდელმა პირველი ფრენა განახორციელა 2012 წლის 21 სექტემბერს.[11][12]
სუ-30MK2
Su-30MKK — გაუმჯობესებული ელექტრონიკით, რომელიც გემების საწინააღმდეგო იარაღის გამოყენების საშუალებას აძლევს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალები: იყენებს სუ-30MKK ვარიანტს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვაო-საჰაერო ძალები: იყენებს სუ-30MK2 ვარიანტს.
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალები: იყენებს სუ-30MKI ვარიანტს. თავიდან ისინი იწყობოდა რუსეთში, ხოლო მოგვიანებით აწარმოებდა Hindustan Aeronautics Limited. ინდოეთს ჰყავს დაახლოებით 160 სუ-30MKI.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ჰყავდა 5 სუ-30 1994–1996 წლებში. 2011 წლისთვის ჰყავდა 11 სუ-30, მათ შორის 4 სუ-30M2 და 2 სუ-30SM.[15][16][17] აპირებებენ მიიღონ კიდევ 10 სუ-30M2 2012 წელს. ხოლო 2015 წლამდე კიდევ 32 სუ-30SM.[18][19]
ვიეტნამის სახალხო სამხედრო-საჰაერო ძალები: 2012 წლის იანვრის მიხედვით ჰყავს 4 სუ-30MK და 18 სუ-30MK2. მათ 2009 წელს კიდევ 12 სუ-30MK2 შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი,[21] თუმცა მოგვიანებით კონტრაქტი 8 ერთეულამდე შემცირდა.[22] 2010 წელს მათ განაცხადეს კიდევ 20 სუ-30MK2-ის შეკვეთის თაობაზე.[23]