From Wikipedia, the free encyclopedia
სუდანის დროშა (არაბ. علم السودان) — სუდანის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულია 1970 წლის 20 მაისს და შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური წითელი, თეთრი და შავი ზოლისა და მწვანე სამკუთხედისაგან. დროშა დაფუძნებულია არაბთა განმათავისუფლებელ დროშაზე, რომელსაც ასევე ემყარება ეგვიპტის, ერაყის, სირიისა და იემენის დროშები და რომელიც იყენებს პან-არაბულ ფერებს, რომელთა შორისაც მწვანე ნაკლებად მნიშვნელოვანია. 1969 წელს ჯაფარ ნიმეირის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებამდე გამოიყენებოდა ლურჯ-ყვითელ-მწვანე სამფეროვანი დროშა.
სუდანის დროშა | |
---|---|
სუდანი | |
მიღებულია | 1970 წლის 20 მაისს |
პროპორცია | 1:2 |
კომპიუტერული დიზაინი |
მართკუთხა სამფეროვანი ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური წითელი (ზევით), თეთრი (შუაში) და შავი (ქვევით) ზოლისა და მწვანე სამკუთხედისაგან (მარცხნივ). |
წინა დროშები | |
სუდანის დროშა 1956-1970 წწ-ში | |
პროპორცია | 1:2 |
დროშაზე წითელი ფერი აღნიშნავს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, თეთრი — მშვიდობას, სინათლესა და ოპტიმიზმს, შავი — თავად ქვეყანას (სუდანი არაბულად „შავს” ნიშნავს). იგი ასევე აღნიშნავს მაჰდისტების აჯანყების მომწყობი ნაციონალისტების შავ დროშას. მწვანე კი განასახიერებს ისლამს, ასევე სიმდიდრესა და სოფლის მეურნეობას.[1]
გაერთიანებული სამეფოსა და ეგვიპტისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ, 1956 წელს დაამტკიცეს ლურჯ-ყვითელ-მწვანე სამფეროვანი დროშა, რომელიც გამოიყენებოდა 1970 წელს თანამედროვე დროშის მიღებამდე.[2] დროშის ფერები განასახიერებდნენ მდინარე ნილოსს (ლურჯი), საჰარის უდაბნოსა (ყვითელი) და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს (მწვანე). დროშის ფერებად სპეციალურად შეირჩა ეთნიკურად და პოლიტიკურად ნეიტრალური ფერები.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.