სუზა
From Wikipedia, the free encyclopedia
სუზა (სპარს. شوش — შუშა, ებრ. שושן შუშანი) — ანტიკური ქალაქი ირანში, რომელიც მდებარეობს ზაგროსის მთიანეთის ძირში, მდინარე ტიგროსიდან აღმოსავლეთით 250 კილომეტრში, მდინარე კერხესა და დეზს შორის. ამ უძველესი ქალაქის ადგილას დღეს მდებარეობს ქალაქი შუშა, რომელიც არის შუშის ოლქის დედაქალაქი, ირანში, ხუზისტანის ოსტანში (პროვინციაში). 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 64 960 ადამიანს.
სწრაფი ფაქტები სუზა*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
სუზა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 32°11′22″ ჩ. გ. 48°15′22″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2015 (39-ე სესია) |
ნომერი | 1455 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
2015 წლის 4 ივლისს ქალაქი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].