სულიკო (სიმღერა)
From Wikipedia, the free encyclopedia
„სულიკო“ — ქართული პოპულარული ლექსი და სიმღერა. ლექსის ავტორი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი — ბარბარე (მოფერებით–ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი. ლექსი დაიწერა 1895 წელს. იმავე წელს დაიწერა სიმღერაც. „სულიკო“ თარგმნილია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულია რუსულად,[1][2] პოლონურად, ინგლისურად, ასევე გერმანულად, ფრანგულად, უკრაინულად, ჩინურად და სხვ.[3]
ლიტერატურაში დავაა იმის შესახებ, თუ ვის ან რას გულისხმობს აკაკი ლექსში ნახსენებ საყვარელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიებია სამშობლო (ვასილ ბარნოვი), სატრფო (გრიგოლ რობაქიძე) და ღმერთი (აკაკი ბაქრაძე).[4]