სუმბული
From Wikipedia, the free encyclopedia
სუმბული (Hyacinthus) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. ცნობილია ერთი სახეობა აღმოსავლური სუმბული (Hyacinthus orientalis), რომელიც ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ქვეყნებში.
სწრაფი ფაქტები სუმბული, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
სუმბული | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hyacinthus | ||||||||||||
|
დახურვა
სუმბულის ჯიშებს სხვადასხვა სიმკვრივის, ფერის, ზომისა და ფორმის ყვავილები აქვს. მოჰყავთ კარგად განათებულ, მსუბუქ თიხნარ და ნოყიერ ნიადაგზე. მრავლდება ბოლქვით, იშვიათად თესლით.
სუმბულის ყვავილისაგან მიღებულ ზეთს პარფიუმერიაში ხმარობენ. სუმბული საუკეთესო საორანჟერეო და სათაიგულე მცენარეა. იყენებენ რაბატებში, კლუბებსა და გაზონებში ყვავილწნულებად.