ტაფელა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაფელა (ლათ. Rhodeus sericeus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი მოკლე და მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 9 სმ, მასა — 10 გ აღწევს. გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. საქართველოში წარმოდგენილია ქვესახეობით (Rhodeus sericeus amarus). გვხვდება მრავალ მდინარესა და ტბაში. გამრავლების პერიოდში (მარტი-აგვისტო) დედალს უვითარდება გრძელი კვერცხსადები, რომლის დახმარებითაც იგი ქვირითს ყრის ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ლამაზი დეკორატიული თევზია. მტაცებელი თევზების საკვებია.
სწრაფი ფაქტები ტაფელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ტაფელა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Rhodeus sericeus | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19671 | |||||||||||
|
დახურვა