From Wikipedia, the free encyclopedia
ტაჯიკური ენა — სპარსული ენის სტანდარტიზებული ვარიანტი ტაჯიკეთში. მსგავსი დასახელება პოლიტიკური მიზეზების გამო ეწოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ამავე პერიოდში დამწერლობის სისტემად შემოღებული იქნა კირილიცა, რომელიც დღემდე გამოიყენება.
ტაჯიკური ენა тоҷикӣ, تاجیکی, tojikī | |
გავრცელებულია | ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ავღანეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 4.5 მილიონი ადამიანი |
ოფიციალური სტატუსი | ტაჯიკეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
ენის კოდები | ISO 639-1: tg ISO 639-2: tgk ISO 639-3: tgk |
ტაჯიკური ენა მშობლიურია ტაჯიკების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ტაჯიკეთში ცხოვრობენ, ხოლო ავღანეთში მცხოვრები ტაჯიკებისთვის მშობლიურია სპარსული ენის სხვა სტანდარტიზაცია — დარი, რომელიც ტაჯიკურისგან განსხვავებით იყენებს სპარსულ დამწერლობას და თურქული ენების ნაკლებ გავლენას განიცდის.
ლინგვისტურად არ განიხილება ცალკე ენად, განიხილავენ როგორც სპარსულ ენას და შესაბამისად მიაკუთვნებენ ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს.
დიალექტური განსხვავებები უმნიშვნელოა, ამიტომ საზღვრების გავლება მათ შორის რთულია. პირობითად ისინი იყოფიან ჩრდილოეთის, სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და ცენტრალურ ჯგუფებად. ზოგიერთი წყარო ტაჯიკურს აკუთვნებს ავღანეთში გავრცელებულ ყველა სპარსულ დიალექტს.
ტაჯიკური დამწერლობა ეფუძნება კირილიცას და მოიცავს 35 ასო–ნიშანს (გრაფემას).
№ | კირილიცა | ლათინიცა (1929—1940) | არაბული შრიფტი | IPA |
---|---|---|---|---|
1 | А а | A a | َ, اَ | /a/ |
2 | Б б | B ʙ | ﺏ | /b/ |
3 | В в | V v | و | /v/ |
4 | Г г | G g | گ | /ɡ/ |
5 | Ғ ғ | Ƣ ƣ | ﻍ | /ʁ/ |
6 | Д д | D d | ﺩ | /d/ |
7 | Е е | E e | ی | /e/ |
8 | Ё ё | Jo jo | یا | /jɔ/ |
9 | Ж ж | Ƶ ƶ | ژ | /ʒ/ |
10 | З з | Z z | ﺽ ,ﻅ ,ﺫ ,ﺯ | /z/ |
11 | И и | I i | اِ, ِ | /i/ |
12 | Ӣ ӣ | Ī ī | ی | /ˈi/ |
13 | Й й | J j | یْ, ی | /j/ |
14 | К к | K k | ک | /k/ |
15 | Қ қ | Q q | ﻕ | /q/ |
16 | Л л | L l | ﻝ | /l/ |
17 | М м | M m | ﻡ | /m/ |
18 | Н н | N n | ﻥ | /n/ |
19 | О о | O o | ا ,آ | /ɔ/ |
20 | П п | P p | پ | /p/ |
21 | Р р | R r | ﺭ | /ɾ/ |
22 | С с | S s | ﺙ ,ﺹ ,ﺱ | /s/ |
23 | Т т | T t | ﺕ ,ﻁ | /t/ |
24 | У у | U u | اُ, ُ | /u/ |
25 | Ӯ ӯ | Ū ū | او ,و | /ɵ/ |
26 | Ф ф | F f | ﻑ | /f/ |
27 | Х х | X x | ﺥ | /χ/ |
28 | Ҳ ҳ | H h | ﺡ | /h/ |
29 | Ч ч | C c | چ | /tʃ/ |
30 | Ҷ ҷ | Ç ç | ﺝ | /dʒ/ |
31 | Ш ш | Ş ş | ﺵ | /ʃ/ |
32 | ъ | ' | ﻉ | /ʔ/ |
33 | Э э | E e | ای | /e/ |
34 | Ю ю | Ju ju | یُ ,یو | /ju/ |
35 | Я я | Ja ja | یه, یَ | /ja/ |
ფრაზები და სიტყვები
რიცხვები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.