ტრიტიუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრიტიუმი[1][2][3] (Tritium < ძვ. ბერძნ. τρίτος [tritos] — „მესამე“; ქიმიური სიმბოლო — ), წყალბადი-3 (ქიმიური სიმბოლო — ), ზემძიმე წყალბადი — წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი, რომლის მასური რიცხვია 3. ტრიტიუმის ბირთვი შედგება პროტონისა და ორი ნეიტრონისაგან, მას უწოდებენ ტრიტონს და აღნიშნავენ t.
ბუნებაში ტრეტიუმი წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში, კოსმოსური გამოსხივების ნაწილაკების დაჯახებით ატომების ბირთვებთან, მაგალითად, აზოტთან. ტრეტიუმის დაშლის პროცესში გარდაიქმნებიან 3He ელექტრონის და ანტინეიტრინოს (ბეტა-დაშლა) გაფრქვევით, ნახევარდაშლის პერიოდი — 12,32 წელი. დაშლის მისაწვდომი ენერგია ძალიან მცირეა (18,59 კევ), ელექტრონების საშუალო ენერგია 6,5 კევ-ია.
ტრეტიუმი აღმოჩენილია ინგლისელი მეცნიერის ერნესტ რეზერფორდის, მარკ ოლიფანტის და პაულ ჰარტეკის მიერ, 1934 წელს. გამოიყენება ბიოლოგიაში და ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ნიშნული, ნეიტრინოს თვისებების კვლევებისას ექსპერიმენტებში, თერმობირთვულ იარაღში როგორც ნეიტრონების წყარო და ამასთან ერთად როგორც თერმობირთვული საწვავი, გეოელოგიაში ბუნებრივი წყლების დატირებისათვის. სამრეწველო ტრეტიუმს მიიღებენ ლითიუმ-6-ის ნეიტრონებით დასხივებისას ბირთვულ რეაქტორებში შემდეგი რეაქციით:
- .