From Wikipedia, the free encyclopedia
ტყავი — ძუძუმწოვრების სხეულის ზედაპირის (თმის) ნაწილი. მატყლისგან განსხვავებით ტყავი მიიღება კვერნისებრნისაგან, კურდღლისებრნისაგან, ზოგიერთი მღრღნელებისაგან, კატისებრნისაგან, ძაღლისებრნისაგან[1] და სხვა.
ტყავის მოპოვების ძირითადი მიზანია ცივი ტემპერატურის მორიდება (ტანსაცმლის ქსოვა), ადრე ადამიანები ტყავს მსუბუქი, უხარისხო აბჯარის გასაკეთებლად იყენებდნენ. ზოგიერთ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებში შინაური ცხოველების (კატის, ძაღლის და სხვების) ტყავით ვაჭრობა აკრძალულია[2].
გარკვეული ტექნოლოგიით დამუშავებულ ტყავის მასალას ადამიანი თავისი ცხოვრების უადრესი ხანიდან მოიხმარდა, ამიტომაც მსოფლიოს ყველა ენაში ტყავისა და ტყავისეულ თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია ძირითადი ლექსიკური ფონდის ერთ-ერთი უძველესი ფენაა და ლექსიკური უნივერსალიის კატეგორიას განეკუთვნება. ყოველ ენაში ტყავთან დაკავშირებული ტერმინები საზოგადოების ისტორიის გარკვეულ ეტაპს ასახავს. ცნობილია ქართველურ ენათა დონეზე დადგენილი ტერმინი „ტყავი“, იგივე „ტკოვი“.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.