![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Logo_of_the_Territorial_Defense_Forces_of_Ukraine.svg/langka-640px-Logo_of_the_Territorial_Defense_Forces_of_Ukraine.svg.png&w=640&q=50)
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები
From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალები (უკრ. Сили територіальної оборони Збройних сил України), შემოკლ. „ტერობორონა“ (Тероборона) — უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობა, რომელსაც ევალება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ორგანიზება, მომზადება და განხორციელება.
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები | |
---|---|
![]() | |
დაარსდა | 1 იანვარი, 2022 |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | მსუბუქი ქვეითი ჯარი |
როლი | ტერიტორიული თავდაცვა |
დევიზი | „დავიცავთ საკუთარ სახლს, დავიცავთ უკრაინას!“ |
დღესასწაულები | უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დღე (ოქტომბრის პირველი კვირა დღე) |
ბრძოლები | რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022), კიევისათვის ბრძოლა, კიევის ბრძოლა (2022) |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
იური გალუშკინი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
საიდენტიფიკაციო სიმბოლო |
![]() |
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ტერიტორიული თავდაცვის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის სარდლის მეშვეობით. ტერიტორიული დაცვა, წინააღმდეგობის მოძრაობასთან და უკრაინის მოქალაქეების ეროვნული წინააღმდეგობისთვის მომზადებასთან ერთად, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის შემადგენელი ნაწილია.
ტერიტორიული დაცვის რაზმები ერთმანეთს ორგანიზებულად, ტელეგრამ-არხებით უკავშირდებიან. მათ როგორც უკრაინის მთავრობა, ისე ხალხი აფინანსებს. ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ყავს როგორც მუდმივი, პროფესიული სამხედროების შტატი, ისევე რეზერვისტების გუნდები. ბრიგადები სამხედრო წესით იმართება — აქ არსებობს ოფიცრების, სერჟანტების და ჯარისკაცის წოდებები. გაერთიანება 18-დან 57 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის მსურველმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, შემდეგ ჩამოწერილი მისამართებიდან რომელიმეზე გამოცხადდეს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.[1]
საოლქო სამხედრო კომისარიატები თავიანთ ბაზაზე აყალიბებენ ცალკეულ მსროლელ ბატალიონებს, რაიონული (საქალაქო) სამხედრო კომისარიატები დაკისრებული ამოცანების მიხედვით ქმნიან 2-დან 5-მდე თავდაცვის რაზმს. გარდა ამისა, საოლქო და რაიონულ სამხედრო კომისარიატებს შტატში ჰყავს დაცვის ასეულები, რომლებიც ჩართულნი არიან ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულებაში.
ქვედანაყოფები კომპლექტდება რეზერვისტებითა და სამხედრო ვალდებულების მქონე პირებით. პირადი შემადგენლობის მომზადება ტარდება სამხედრო ვალდებულების პირებთან სასწავლო შეხვედრის (პრაქტიკული გაწვევით) და სასწავლო შეხვედრებს შორის ჩატარებული მეცადინეობების ფარგლებში.
მსროლელი ბატალიონების პირადი შემადგენლობა სამხედრო შეკრებების დროს პოლიგონებზე სწავლებას გადის ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო და სპეციალურ მომზადებაში.[2]