From Wikipedia, the free encyclopedia
უპოლუ (ინგლ. Upolu) — ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის სამოას შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Upolu | |
---|---|
სამოას რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 13°55′ ს. გ. 171°45′ დ. გ. |
ფართობი | 1118,7 კმ² |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 24 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1158 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 136 674 (2006) |
სიმჭიდროვე | 122,172 /კმ² |
კუნძულის სიგრძეა — 75 კმ, სიგანე — 24 კმ. კუნძულის ფართობია — 1118,7 კმ² (უპოლუს გარშემო მდებარე რვა მომცრო კუნძულის ჩათვლით — 1125 კმ²[1]). კუნძულის დასავლეთით მდებარეობს ფალეოლოს საერთაშორისო აეროპორტი, ჩრდილოეთით — სამოას დედაქალაქი — აპია. კუნძულზე არ მომხდარა ისტორიულად დადოკუმენტირებული ამოფრქვევები.
კუნძულზე არსებობს ობობების ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
სამოას მითოლოგიაში უპოლუ იყო პირველი ქალი კუნძულზე. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულს ზოგჯერ ასევე ეძახდნენ ოიალავას ან ოიოლოვას. XIX საუკუნის ბოლოს რობერტ ლუის სტივენსონი კუნძულზე ფლობდა პლანტაციას ფართით 1,6 კმ² და აქვე გარდაიცვალა 1894 წელს.
სამოას 11 ოლქიდან კუნძულ უპოლუზე მდებარეობს 5:
№ რუკაზე | ოლქი | ადმინისტრაციული ცენტრი | ოლქის ფართობი, კმ² | ოლქის მოსახლეობა, ად. (2006) | სიმჭიდროვე, ად./კმ² | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კუნძული უპოლუ | ||||||||||||||||||||||||
1 | ტუამასაგა | აფეგა | 479 | 85 112 | 177,69 | |||||||||||||||||||
2 | აანა | ლეულუმოეგა | 193 | 20 769 | 107,61 | |||||||||||||||||||
3 | აიგა-ი-ლე-ტაი¹ | მულიფანუა | 27 | 4 857 | 179,89 | |||||||||||||||||||
4 | ატუა² | ლუფილუფი | 413 | 21 826 | 52,85 | |||||||||||||||||||
5 | ვაა-ო-ფონოტი | სამამეა | 38 | 1 624 | 42,74 | |||||||||||||||||||
სულ | 1118,7 | 136 674 | 122,17 |
¹ მანონოს, აპოლიმას და ნუულოპას კუნძულების ჩათვლით
² ალეიპატას კუნძულების და კუნძულ ნუუსაფეეს ჩათვლით
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.