From Wikipedia, the free encyclopedia
ურსულა ფონ დერ ლაიენი (დ. 8 ოქტომბერი, 1958, იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი (2009-2013), გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრი (2013-2019).
ურსულა ფონ დერ ლაიენი | |
ევროკომისიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 ნოემბერი, 2019 |
წინამორბედი | ჟან-კლოდ იუნკერი |
მე-8 გერმანიის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი, 2013 – 17 ივლისი, 2019 | |
პრეზიდენტი | იოახიმ გაუკი |
პრემიერ-მინისტრი | ანგელა მერკელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი |
მემკვიდრე | ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი |
მე-4 გერმანიის შრომისა და საყოველთაო საკითხთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ოქტომბერი, 2009 – 17 დეკემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | კრისტიან ვულფი იოახიმ გაუკი |
მე-4 გერმანიის ოჯახის საკითხების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი, 2005 – 30 ნოემბერი, 2009 | |
პრეზიდენტი | ჰორსტ კელერი |
დაბადებული | 8 ოქტომბერი, 1958 იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია |
ეროვნება | გერმანია |
პოლიტიკური პარტია | გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი |
პროფესია | ექიმი |
2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის ნოემბერში. იგი პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის ქრისტინ-დემოკრატიულ პარტიას 1990 წელს შეუერთდა. 2003 წელს არჩეულ იქნა ქვედა საქსონიის პარლამენტის წევრად. 2003–2005 წლებში იყო მინისტრთა კაბინეტის წევრი ქვემო საქსონიის მიწის მთავრობაში სოციალური საკითხების, ქალების, ოჯახისა და ჯანმრთელობის საქმეთა მიმართულებით. 2005 წელს დანიშნეს ოჯახის, მოხუცები მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმეთა ფედერალურ მინისტრად, ანგელა მერკელის კაბინეტში.
2009 წელს შერჩეულ იქნა ბუნდესტაგში ფედერალური არჩევნების შედეგად. ამავე წლის 30 ნოემბერს შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ფრანც იოსეფ იუნგი.
ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლეა ჰაიკო ფონ დერ ლაიენი, მედიცინის პროფესორი, ბიზნესის განვითარების კომპანიის დირექტორი. ის წარმოშობით უძველესი ლეიენის (ლაიენის) არისტოკრატიული გვარიდანაა. მათ ჰყავთ შვიდი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.