უსი
From Wikipedia, the free encyclopedia
უსი (ჩინ.: 无锡) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ქალაქი შანხაიდან 135 კილომეტრით ჩრდილოეთში, ჩანგჭოუსა და სუჭოუს შორის მდებარეობს.[1] 2017 წელს ქალაქის ურბანული ნაწილის მოსახლეობამ 3 542 319 ადამიანი შეადგინა, მთლიანად საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე კი 6 553 000 კაცი ცხოვრობდა. 2019 წლის მიწურულს ქალაქის რეგისტრირებული მოსახლეობის რიცხვმა 5.0283 მილიონი შეადგინა.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
უსი 无锡 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ძიანსუძიანსუ |
შიდა დაყოფა | Liangxi District, Xishan District, Huishan District, Binhu District, Jiangyin, Yixing და Xinwu District |
კოორდინატები | 31°29′28″ ჩ. გ. 120°18′43″ ა. გ. |
ფართობი | 4,628 კმ² |
მოსახლეობა | 6,553,000 კაცი |
სიმჭიდროვე | 1,400 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 510 |
საფოსტო ინდექსი | 214000 |
საავტომობილო კოდი | 苏B |
ოფიციალური საიტი | wuxi.gov.cn |
უსი ჩინეთისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ქალაქია და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო. ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ ბრინჯს, აბრეშუმსა და ქსოვილებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში უსი მელექტრული ძრავების, პროგრამული უზრუნველყოფის, მზის ტექნოლოგიებისა და ველოსიპედების ნაწილების მნიშნველოვანი მწარმოებელი გახდა. ქალაქი მდინარე იანძის დელტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ტბა ტაიხუს სანაპიროზე.
ქალაქს ემსახურება სუნან შუოფანგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2004 წელს გაიხსნა. ქალაქში ასევე უსის მეტროპოლიტენი, რომელიც 2014 წელს გაიხსნა ასევე შანხაი ნანძინის ჩქაროსნული რკინიგზა, რომელიც უსის შანხაისთან აკავშირებს.