ფაზისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფაზისი (ძვ. ბერძნ. Φάσις) იგივე ფასისი (თანამედროვე - ფოთი) — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. იგი წარმოიქმნა მდინარე ფასისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფაზისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
პირველი ეპიგრაფიული ძეგლი, სადაც მოხსენიებულია ფაზისი არის — მრგვალი ვერცხლის ჯამი-ფიალა წარწერით „მე ვეკუთვნი წინამძღვარ აპოლონს, რომელიც ფასისშია“ (Απόλλωνος Ήγεμόνος είμ τõμ Φάσι), ნაპოვნია ხუტორ ზებოვსკში ყუბანში (რუსეთი), დათარიღებულია V ს. ბოლო — IV ს. დასაწყისი ჩ. წ. ა.[1], წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება სქილაკი კარიანდელის მიერ, როგორც „ელინური ქალაქი ფასისი“ (IV ს. ჩ.წ.ა.). ფაზისის კოლონია დაუარსებიათ მილეთელ მოახალშენე ბერძნებს.