From Wikipedia, the free encyclopedia
ფაკატანე (ინგლ. Whakatane, მაორ. Whakatane) — ქალაქი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ბეი-ოვ-პლენტის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს ქალაქ ტაურანგიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით და როტორუიდან 89 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ფაკატანეს შესართავთან.
ქალაქი | |
---|---|
ფაკატანე ინგლ. Whakatane მაორი. Whakatane | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 37°59′00″ ს. გ. 177°00′00″ ა. გ. |
ქალაქის მერი | ტონი ბოუნი |
ფართობი | 4442,07 კმ² |
მოსახლეობა | 32 691 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 7,36 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+12, ზაფხულში UTC+13 |
სატელეფონო კოდი | 07 |
საფოსტო ინდექსი | 3120 |
ოფიციალური საიტი | whakatane.govt.nz |
2013 წლის აღწერის მონაცემებით ფაკატანეს მოსახლეობა 32 691 ადამიანს შეადგენს[1], რომელთაგან 39,86 % (13 032 ადამიანი) მაორული წარმოშობისაა.
ფაკატანეში მდებარეობს ბეი-ოვ-პლენტის რეგიონული საბჭოს ადმინისტრაცია, რომელიც აირჩიეს, როგორც კომპრომისი რეგიონის ორ უმსხვილეს ქალაქს — ტაურანგასა და როტორუას შორის.
ქალაქი დააზიანა 1987 წლის მიწისძვრამ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.