ფარსმან IV
იბერიის მეფე / From Wikipedia, the free encyclopedia
ფარსმან IV, ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძე — ქართლის მეფე IV-V ს. მიჯნაზე – ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შეუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი. |
სწრაფი ფაქტები იბერიის მეფე, მმართ. წლები: ...
ფარსმან IV | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
405–408[1] 406–409[2] 428-430[3] |
წინამორბედი: | თრდატი |
მემკვიდრე: | მითრიდატე VI/მირდატ IV |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | ვარაზ-ბაქარი |
დახურვა
თრდატის დისწული – ქართლის მეფე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული „ცხოვრების“ ცნობით ფარსმანი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კეისრის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიკავა.
(ფარსმანის მეფობას ვახუშტი ბატონიშვილი ათარიღებს 405–408 წ. ივ. ჯავახიშვილი 395–408 წ. გ. მელიქიშვილი V ს. დასაწყისით. ვ. გოილაძე 395–397 წ. ლ. ჯანაშია 398–400 წ.).[4]