ფენეკი (ლათ. Fennecus zerda, ასევე Vulpes zerda) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 1,5 კგ აღწევს. აქვს გრძელი (15 სმ-მდე) და ფართო ყურები, მოკლე, მახვილი დინგი, ქვიშისფერ-ყვითელი ან ჩალისფერი ზურგი, თეთრი მუცელი, რბილი და გრძელი ბეწვი. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სინისა და არაბეთის ნახევარკუნძულებზე. ბინადრობს სოროებში. აქტიურია ღამით. საშიშროების შემთხვევაში შეუძლია სწრაფად ჩაეფლოს მიწაში. კარგად აქვს განვითარებული სმენა. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით, ლეშით, აგრეთვე მცენარეებით.[1]

სწრაფი ფაქტები ფენეკი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფენეკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  მელა
სახეობა:  ფენეკი
ლათინური სახელი
Vulpes zerda
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41588
გავრცელება
დახურვა

ფენეკი მსოფლიოში ყველაზე პატარა მელაა, ღამურას მსგავსი უზარმაზარი ყურების მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას და სიგრილეს ინარჩუნებს. გრძელი სქელი ბეწვი ღამით სიცივისგან და დღისით მხურვალე მზისგან იცავს. მისი თათებიც კი ბეწვითაა დაფარული, რაც თხილამურის პრინციპით მოქმედებს და უკიდურესად ცხელი ქვიშისგან იცავს. ფეხებით საკმაოდ კარგად თხრის, ცხოვრობს მიწისქვეშა ბუნაგებში.[2] უდაბნოს მრავალი მობინადრის მსგავსად, ამ მელასაც შეუძლია წყლის გარეშე დიდხანს გაძლება.[3]

ფენეკები პატარა ჯგუფებად ერთიანდებიან, თითოეულში ათამდე წევრია. მამრები ტერიტორიას შარდით ნიშნავენ და შეწყვილების პერიოდში მეტოქეების მიმართ აგრესიულები ხდებიან. ქმნიან მონოგამურ ოჯახებს. ნაშიერის გაჩენის შემდეგ მდედრი იმდენად აგრესიული ხდება, რომ ბუნაგში მამრსაც კი არ უშვებს.

მომხიბლავი გარეგნობის გამო ხშირად იჭერენ და ტყვეობაში ზრდიან, ადგილობრივები კი მათზე ნადირობენ ქურქის ხელში ჩასაგდებად. ველურ ბუნებაში 10, ხოლო ტყვეობაში 12 წლამდე ცოცხლობენ.[4] ამჟამად მცირე ინფორმაციაა ცნობილი ფენეკის მელიების პოპულაციების სტატუსზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.