From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ ავსტრიელი (ესპ. Fernando de Austria, გერმ. Ferdinand von Österreich; დ. 4 დეკემბერი, 1571, მადრიდი, ესპანეთი ― გ. 18 ოქტომბერი, 1578, მადრიდი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ანა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. ასტურიის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
ფერდინანდ ავსტრიელი | |
---|---|
ასტურიის პრინცი | |
მმართ. წლები: | 1571-1578 |
წინამორბედი: | კარლოსი |
მემკვიდრე: | დიეგო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 დეკემბერი, 1571 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 18 ოქტომბერი, 1578, (6 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
დედა: | ანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფერდინანდი დაიბადა 1571 წლის 4 დეკემბერს მადრიდში, ალკასარის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელის უფროსი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის ბიძა-დისშვილი იყვნენ, თუმცა, მიუხედავად მათი ასეთი სისხლისმიერი კავშირისა, ფერდინანდს გენეტიკური დაავადებები არ ჰქონია. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ესპანეთის მეფე კარლოს I და დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან II და იმპერატრიცა მარია ესპანელი იყვნენ.
როგორც მეფის ერთადერთი და უფროსი ძე, იგი დაბადებიდანვე ფლობდა ასტურიის პრინცის წოდებას. ფერდინანდი უმეტეს დროს დედასთან ატარებდა, რომელიც ძირითადად თავისი გერების, ანუ ფერდინანდის უფროსი ნახევარ-დების, ისაბელ კლარა ეუხენიასა და კატალინა მიკაელას აღზრდით იყო დაკავებული. ისინი მამამისს თავისი მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუასაგან ჰყავდა, რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა ფერდინანდის დაბადებამდე სამი წლით ადრე.
1573 წლის 31 მაისს სან-ხერონიმო-ელ-რეალში ფილიპე II-მ ფერდინანდი ოფიციალურად გამოაცხადა ასტურიის პრინცად.
პრინცი ფერდინანდი 1578 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა მადრიდში, დიზინტერიისაგან. ამ დროს იგი 6 წლის იყო. იგი დაკრძალეს ესკორიალში, ასტურიის პრინცის თანამდებობაზე კი იგი მისმა ძმამ, დიეგომ შეცვალა, რომელიც ასევე მალევე დაიღუპა, საბოლოოდ კი ესპანეთის ტახტი მათმა მესამე ძმამ, ფილიპე III-მ დაიკავა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.