From Wikipedia, the free encyclopedia
მერი ფლანერი ო’კონორი (ინგლ. Mary Flannery O'Connor; დ. 25 მარტი, 1925 — გ. 3 აგვისტო, 1964) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი და ესეისტი. მისი შემოქმედება 2 რომანს, 32 მოთხრობას და არაერთ რეცენზიასა თუ კომენტარს მოიცავს.
ფლანერი ო’კონორი | |
---|---|
ინგლ. Mary Flannery O'Connor | |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1925[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | სავანა |
გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 1964[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (39 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მილეჯვილი |
დასაფლავებულია | მემორი ჰილის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[8] , რომანისტი და ესეისტი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | აიოვის უნივერსიტეტი და Georgia College & State University |
Magnum opus | ბრძენი სისხლი, The Violent Bear It Away, კარგი კაცი სანთლით საძებარია, The Complete Stories და Everything That Rises Must Converge |
ჯილდოები | წიგნების ეროვნული პრემია[9] , Georgia Women of Achievement და ო. ჰენრის პრემია |
ხელმოწერა | |
დაიბადა სავანაში, ჯორჯია; ედვარდ და რეგინა კლაინ ო’კონორთა ერთადერთი შვილი იყო. მამამისს 1937 წელს ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს და 1941 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მამის სიკვდილი ღრმა კვალს ტოვებს ფლანერის ცხოვრებაში.
ფლანერი საკუთარ ბავშვობას ასე აღწერდა: „ბრტყელტერფა დედისერთა ბავშვი ‘თავი-დამანებე-თორემ-გიკბენ’ კომპლექსით“. ბავშვობაში ის ადგილობრივ გაზეთში გაწერეს ქათმის გამო, რომელსაც უკან სიარული შეეძლო. მისი თქმით „ეს იყო ყველაზე საუცხოო რამ, რაც კი ოდესმე გადამხდენია. მას მერე ყველაფერი დაღმა მიდის“.
ო’კონორი პიბოდის საშუალო სკოლას ამთავრებს 1942 წელს და შემდეგ ჯორჯიის სახელმწიფო ქალთა კოლეჯში (ამჟ. ჯორჯიის კოლეჯი და სახ. უნივერსიტეტი) შედის, სადაც ინგლისურსა და სოციოლოგიას სწავლობს (ამ ბოლოს, როგორც პერსპექტივას, ის საკუთარ ნოველებში ხშირად სატირიზებას უკეთებდა). 1946 წელს მიღებულ იქნა პრესტიჟულ „აიოვას მწერალთა სახელოსნოში“ (ინგლ. Iowa Writer's Workshop).
1949 წელს ო’კონორი ხვდება და საბოლოოდ იღებს მოწვევას რობერტ ფიცჯერალდისა (ბერძნული ეპიკური პიესებისა და პოემების მთარგმნელი, მათ შორის „მეფე ოიდიპოსი“, „ოდისეა” და „ილიადა“) და მისი მეუღლის, სალისგან, მათთან სოფლად კონექტიკუტში საცხოვრებლად.
1951 წელს მასაც მამამისის მსგავსად ლუპუსის დიაგნოზს უსვამენ, რის შემდეგაც ის მამაპაპისეულ მამულში (ანდალუსია) ბრუნდება მილეჯვილში. აქ მას ყველანაირი სახის ფრინველით გადაჭარბებული გატაცება დასჩემდა და 100-მდე სხვადასხვა ფრინველი ჰყავდა. ის ზრდიდა იხვებს, ქათმებს, ბატებს და ნებისმიერი სახის ეგზოტიკურ ფრინველს, რომელზეც კი ხელი მიუწვდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ განკერძოებულ ცხოვრებას ეწეოდა, მისი ნამუშევრები გამოირჩევა ადამიანის ქცევის ნუანსების აღქმის შეუდარებელი სიღრმით.
ო’კონორი გარდაიცვალა 1964 წლის 3 აგვისტოს ბოლდვინის ოლქის საავადმყოფოში და დაკრძალულია მილეჯვილში, ჯორჯია.
ო'კონორს დაწერილი აქვს ორი რომანი და 32 მოკლე მოთხრობა, სხვა კომენტარებსა და შეფასებებს შორის. უილიამ ფოლკნერის მსგავსად სამხრეთელი მწერალი იყო, ხშირად წერდა სამხრეთულ გოთურ სტილში და ეყრდნობოდა რეგიონალურ გარემოსა და გროტესკულ ხასიათებს. დაბადებით კათოლიკეს, მისი წერა გამსჭვალულია ღრმა საკრალური ინფორმაციით. იდეა, რომ მსოფლიოს ღმერთის ხელი მართავს, ხშირად მის ნაწარმოებთა ლეიტმოტივია.
კომპილაციები:
დაუმთავრებელი ნამუშევრები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.