ფრენკ დარაბონტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენკ არპად დარაბონტი (ინგლ. Frank Árpád Darabont; დ. 28 იანვარი, 1959) — უნგრული წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარსტი და პროდიუსერი.[1]
ფრენკ დარაბონტი | |
---|---|
დარაბონტი 2011 წელს | |
მშობლიური სახელი | Frank Darabont |
დაბადების თარიღი |
28 იანვარი, 1959 (1959-01-28) (65 წლის) მონბელიარი, საფრანგეთი |
ეროვნება | 1981-დღემდე |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჰოლივუდის საშუალო სკოლა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
ფრენკ დარაბონტი დაიბადა ქალაქ მონბელიარის ლტოლვილთა ბანაკში. იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ოჯახი გადასახლდა ჯერ ჩიკაგოში, ხოლო შემდეგ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] 1977 წელს დარაბონტმა დაამთავრა ჰოლივუდის საშუალო სკოლა.[2] მისი პირველი ფილმი იყო სტივენ კინგის ნაწარმოების „ქალი პალატაში“ ადაპტაცია.
ადრეულ ასაკში დაწერა სცენარი სხვადასხვა საშინელებათა ფილმებისთვის, მათ შორის: „საშინელება თელების ქუჩაზე 3“, „წვეთი“ და „ბუზი 2“. როგორც რეჟისორი ცნობილია სტივენ კინგის ნაწარმოებების ადაპტაციებით, ისეთების როგორებიცაა „გაქცევა შოუშენკიდან“, „მწვანე მილი“ და „ბურუსი“.
დარაბონტი, აგრეთვე იყო AMC-ის ტელესერიალ „მოსიარულე მკვდრების“ პირველი სეზონის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი,[3][4] ისევე როგორც TNT-ის ნეო-ნუარული სერიალ „განგსტერების ქალაქის“ შემქმნელი.[5] მიღებული აქვს ოსკარის სამი და ოქროს გლობუსის ერთი ნომინაცია.