ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართულ-იტალიური ლექსიკონი — 1629 წელს ქალაქ რომში გამოცემული პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი წიგნი. შეიცავს 3084 სიტყვას. ლექსიკონი შედგენილია სტეფანო პაოლინის მიერ ნიკიფორე ირბახის დახმარებით, რომელიც თეიმურაზ I–ის ელჩი იყო საქართველოდან დასავლეთის ქვეყნებში. ლექსიკონის სრული სათაურია[1]:
(იტალიური) „Dittionario Giorgiano e Italiano, composto da Stefano Paolini con l'aiuto del M. R. P. D. Niceforo Irbachi Giorgiano, Monaco di S. Basilio — ad uso de Missionarii della Sagra Congregatione de Propaganda Fide.
“ |
(ქართული) „ლექსიკონი ქართული და იტალიური, შედგენილი სტეფანო პაოლინის მიერ, ქართველ ნიკიფორე ირბახის, წმ. ბასილის (წესის) ბერის დახმარებით — სახმარად სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების მისიონერთა
“ |
(ქართულ–იტალიური ლექსიკონის თავფურცელი.
) |