ქართული ლეგიონი (უკრაინა)
საქართველოს სამხედრო განყოფილება უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ლეგიონი (უკრ. Грузинський національний легіон) — უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. სარდლობს მამუკა (უშანგი) მამულაშვილი.[1]
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს „კიევის რუსეთს“.[2]
ლეგიონი აქტიურად იბრძვის რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, მ.შ. კიევის კამპანიასა და კიევის ბრძოლებში. ლეგიონში დაახლოებით 700-მდე მებრძოლია (2022 წლის მარტის მდგომარეობით).[3]