From Wikipedia, the free encyclopedia
ქორეპისკოპოსი (ბერძ. χώρα „ხორა“ — ქვეყანა; επίσκοπος „ეპისკოპოს“ — მეთვალყურე, ეპისკოპოსი) — საეკლესიო ადმინისტრაციაში — ქალაქის ეპისკოპოსის ხელქვეითი თანამდებობა. საქართველოში კათოლიკოსის თანაშემწე, აგრეთვე მთავარეპისკოპოსის თანაშემწე, უმრევლო (უეპარქიო) ეპისკოპოსი. ჩანს უძველეს საეკლესიო მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებში.
სავარაუდოა, რომ საქართველოში ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი წარმოიქმნა იმ პერიოდში, როდესაც ქართლის საეკლესიო ორგანიზაციამ დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე მიიღო. თავდაპირველად იგი, ისევე როგორც ბიზანტიაში, სოფლის სამრევლო ეკლესიებს ხელმძღვანელობდა. ქორეპისკოპოსის თანამდებობა კარგად შეეწყო საქართველოს ეკლესიის იერარქიულ სტრუქტურას და ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე იარსება.
საქართველოში, აგრეთვე მეზობელ სომხეთში, ქორეპისკოპოსის სასულიერო ტიტულმა ერთგვარი ევოლუცია და ტრანსფორმაცია განიცადა. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსებად იწოდებოდნენ VIII-X ს.ს.[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.