ქრისტიანული დემოკრატია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქრისტიანული დემოკრატია — ეკლესიისგან ავტონომიური პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გამოდის პოლიტიკურ არენაზე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის დაპირებით, ქრისტიანული პრინციპების დაცვით.
ქრისტიანული დემოკრატია საქართველო | |
იდეები | |
პერსონალიზმი · პოპულარიზმი | |
სოლიდარიზმი · სუბსიდიარობა | |
სოციალურ-საბაზრო ეკონომიკა | |
კომუნიტარიზმი · ლიბერალური დემოკრატია | |
დოკუმენტები | |
Rerum Novarum | |
Graves de Communi Re | |
Quadragesimo Anno | |
Mater et Magistra | |
Centesimus Annus | |
პარტიები | |
ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიების სია | |
ცენტრისტული დემოკრატიული ინტერნაციონალი | |
ისტორია | |
ქრისტიანული დემოკრატიის ისტორია | |
რისტიანული დემოკრატია ქვეყნების მიხედვით | |
პორტალი:პოლიტიკა | |
[თარგი] |
ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის იდეოლოგი იყო კათოლიკური ეკლესია, თუმცა მართლმადიდებლურ ქვეყნებში მოძრაობა შესაბამისად მართლმადიდებლურ დოგმატებს იცავს. მოძრაობის ძირითადი მიზანია ქრისტიანული მოსახლეობის, მისი იდენტურობის დაცვა და თანამედროვე საზოგადოებაში ადგილის დაკავება. თავდაპირველი დოქტრინის თანახმად ქრისტიანული დემოკრატია მოუწოდებდა ჰარმონიისკენ ურთიერთდახმარებასა და სამართლიანობას შორის. მომავალში იდეოლოგიას დაემატა რამდენიმე სხვა კონცეფციაც - სუბსიდიარობა, პერსონალიზმი, სოლიდარიზმი, პოპულარიზმი და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოძრაობამ ითამაშა სერიოზული როლი დასავლეთ ევროპაში ლიბელარული დემოკრატიის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიებმა შეცვალეს ჩილეს, იტალიის, გერმანიის და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმი. დღეისათვის ქრისტიან-დემოკრატები გამოხატავენ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მისწრაფებას. ქრისტიან-დემოკრატები მიისწრაფებიან სოციალური სახელმწიფოსკენ პიროვნებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენახვის პირობით. პოლიტიკურ სპექტრში მიისწრაფიან ცენტრიზმისკენ.