ყარაყაია (თრიალეთის ქედი)
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაყაია, შავი კლდე, შავიკლდე[1] ― მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადის — ოთის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. ყარაყაია თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია.[1] განლაგებულია ციხისჯვრის განშტოების დასავლურ ნაწილზე, სოფელ ციხისჯვრიდან სამხრეთით.[2] აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.[3]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყარაყაია. |
„შავიკლდე“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შავი კლდე. |
სწრაფი ფაქტები ყარაყაია ...
ყარაყაია | |
---|---|
ყარაყაია (ცენტრში), ხედი სოფ. ციხისჯვრიდან | |
კოორდინატები: 41°39′32″ ჩ. გ. 43°26′17″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2850 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა