![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/51/LYablonskyFilipovkaKurganR1.jpg/640px-LYablonskyFilipovkaKurganR1.jpg&w=640&q=50)
ყორღანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყორღანი (თურქ. kurgan, რუს. курга́н, პოლ. kurhan) — გორასამარხის, უმეტესად ხის ოთახი, რომელიც შემდგომ მიწის ბორცვით იფარებოდა. სიტყვა ნაწარმოებია თურქული კურგანიდან რომელიც ითარგმნება როგორც ნაყარი, ბორცვი.[1] ყორღანი წარმოადგენს ქვების და მიწის მთას, რომელიც ერთ ან რამდენიმე საფლავზე აღიმართება. ეს სიტყვა გორასამარხის აღსანიშნავად ძირითადად საბჭოთა არქეოლოგიაში გამოიყენებოდა, საიდანაც დღემდე შემორჩა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის არქეოლოგიას.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორღანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/51/LYablonskyFilipovkaKurganR1.jpg/320px-LYablonskyFilipovkaKurganR1.jpg)
უძველესი აღმოჩენილი ყორღანები მდებარეობს კავკასიაში[2] და თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით, რომლებიც ასოცირდება პროტოინდოევროპელებთან.[3] ყორღანებს ენეოლითის ხანიდან შუა საუკუნეებამდე აგებდნენ. ყორღანების კულტურა იყოფა რამდენიმე ქვე კულტურად: სკვითური, სარმატული, ჰუნების, ყივჩაყური.
ყორღანი როგორც ტოპონიმი გვხვდება ბაიკალიდან შავ ზღვამდე.