From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ VI შლეგი (ფრანგ. Charles VI le Fou); დ. 3 დეკემბერი, 1368, პარიზი, საფრანგეთი — გ. 21 ოქტომბერი, 1422, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1380-1422 წლებში. მას ზედმეტსახელად უწოდებდნენ საყვარელს (ფრანგ. le Bien-Aimé) და შლეგს (ფრანგ. le Fol ან le Fou). საფრანგეთს მართავდა 42 წელი, 1380 წლიდან მის გარდაცვალებამდე.
შარლ VI დე ვალუა | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 4 ნოემბერი, 1380 |
მმართ. დასაწყისი: | 16 სექტემბერი, 1380 |
მმართ. დასასრული: | 21 ოქტომბერი, 1422 |
წინამორბედი: | შარლ V |
მემკვიდრე: | შარლ VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 დეკემბერი, 1368 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 21 ოქტომბერი, 1422, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
იზაბელა ბავარიელი (ქ. 1385) |
შვილები: |
ისაბელი, ინგლისის დედოფალი ჟანა, ბრეტანის ჰერცოგინია მარი, პუასუს აბატი მიშელი, ბურგუნდიის ჰერცოგინია ლუი, საფრანგეთის დოფინი ჟანი, საფრანგეთის დოფინი კატრინი, ინგლისის დედოფალი შარლ VII, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ V, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ჟანა დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
შარლი დაიბადა პარიზში, სამეფო რეზიდენციაში 1368 წლის 3 დეკემბერს. ის იყო მეფე [შარლ V ბრძენის შვილი, ვალუებისა და ბურბონების ოჯახებიდან. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ტახტის მემკვიდრე სხვა ვაჟები ადრეულად გარდაიცვალნენ, შარლი გახდა საფრანგეთის დოფინი.
მამის გარდაცვალებისას, 1380 წლის 16 სექტემბერს, მან მემკვიდრეობით მიიღო საფრანგეთის ტახტი. მისი კორონაცია მოხდა 1380 წლის 4 ნოემბერს, რეიმსის საკათედრო ტაძარში. [1] შარლ VI მხოლოდ 11 წლის იყო, როდესაც იგი საფრანგეთის მეფედ ეკურთხა. მისი მცირე ასაკის გამო, საფრანგეთს მართავდნენ შარლის ბიძები, როგორც რეგენტები. მიუხედავად იმისა, რომ სრულწლოვანების სამეფო ასაკი იყო 14 წელი(რომის კათოლიკური კანონიკის თანახმად), შარლმა რეგენტებით სარგებლობა შეწყვიტა მხოლოდ 21 წლის ასაკში.
რეგენტები იყვნენ ფილიპ II - ბურგუნდიის ჰერცოგი, ლუი I- ანჟუს ჰერცოგი და ჟან დე ვალუა- ბერის ჰერცოგი, შარლ V- ის ყველა ძმა , ლუი II - ბურბონის ჰერცოგი, შარლ VI-ის ბიძა დედის მხრიდან. რეგენტობის დროს ფილიპმა დომინანტი როლი შეასრულა. ლუი ანჟუელი იბრძოდა 1382 წლის შემდეგ ნეაპოლის სამეფოსადმი თავისი პრეტენზიისთვის და გარდაიცვალა 1384 წელს; ჟანი ძირითადად დაინტერესებული იყო ლანგედოკით,[2] და განსაკუთრებით არ აინტერესებდა პოლიტიკა. ხოლო, ლუი ბურბონი იყო უმნიშვნელო ფიგურა, მისი პიროვნულობის გამო (ფსიქიკური არასტაბილურობის ნიშნები ჰქონდა) და სტატუსის (რადგან ის არ იყო მეფის შვილი).
ბიძების მმართველობის დროს, სამეფოს ფინანსური რესურსები, რომელიც მამამისის მიერ შეიქმნა, გაიფლანგა ჰერცოგების პირადი მოგების გამო, რომელთა ინტერესებიც ხშირად განსხვავდებოდა და ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ამ დროს გაძლიერდა სამეფო მმართველობის ძალა და განისაზღვრა გადასახადები. ამ უკანასკნელმა პოლიტიკამ წარმოშვა მეფის მამის, შარლ V-ის გარდაცვალებამდე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გადასახადების გაუქმების შესახებ და გამოიწვია საგადასახადო აჯანყება, რომელსაც ჰარელლი ეწოდა. გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები საჭირო იყო მეფის ბიძების თავდაუზოგავი პოლიტიკის მხარდასაჭერად, რომელთა ინტერესებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა სამეფო გვირგვინის პოლიტიკას და ასევე ერთმანეთის აზრებს. ამ დაპირისპირებას კი შედეგად მოჰყვა როუზბეკის ბრძოლა (1382), რომელიც დასრულდა სამეფო ჯარების ბრწყინვალე მოგებით, რომელიც ხორციელდებოდა ბურგუნდიელი ფილიპის სასარგებლოდ. შარლ V ბრძენის ყურადღებით შეგროვილი ჭარბი ხაზინა კი სწრაფად გაიფლანგა.
შარლ VI- ის რეგენტობა დასრულდა 1388 წელს, როდესაც მეფემ პირადად დაიწყო მმართველობა. მან ძალაუფლება აღუდგინა შარლ V ბრძენის უაღრესად კომპეტენტურ მრჩევლებს, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც მარმოსეტები, [3] რომლებმაც სამეფო გვირგვინს მნიშვნელოვნად აუმაღლეს პატივისცემა იმ პერიოდში. შარლ VI საკუთარ თავს ფართოდ მოიხსენიებდა, როგორც საყვარელი შარლი, ამიტომ სხვებიც ამ ზედმეტსახელით მიმართავდნენ.
იგი დაქორწინდა იზაბელა ბავარიელზე 1385 წლის 17 ივლისს, [4], როდესაც ის 17 წლის იყო. ხოლო, თავად იზაბელა 14 წლის იყო (იმ დროისათვის ეს ზრდასრულ ასაკად თვლებოდა). იზაბელას 12 შვილი შეეძინა, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა. იზაბელას პირველი შვილი, სახელად შარლი, დაიბადა 1386 წელს და იყო ვინუას დოფინი (აშკარა მემკვიდრე), თუმცა ახალშობილმა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში იცოცხლა. მისი მეორე შვილი ჯოანი დაიბადა 1388 წლის 14 ივნისს, მაგრამ გარდაიცვალა 1390 წელს. მისი მესამე შვილი, იზაბელა, დაიბადა 1389 წელს. იგი დაქორწინდა 1396 წელს ინგლისის მეფე რიჩარდ II- ზე ექვსი წლის ასაკში და გახდა ინგლისის დედოფალი. რიჩარდი გარდაიცვალა 1400 წელს და მათ აღარ შეეძინათ შვილები. რიჩარდის მემკვიდრეს ჰენრი IV- ს სურდა, რომ იზაბელა ცოლად გაჰყოლოდა მის ვაჟს, 14 წლის მომავალ მეფე ჰენრი V-ს, მაგრამ მან უარი თქვა. იგი კვლავ დაქორწინდა 1406 წელს, ამჯერად თავის ბიძაშვილ შარლთან, ორლეანის ჰერცოგთან, 17 წლის ასაკში. იგი მშობიარობისას გარდაიცვალა 19 წლის ასაკში.
შარლ VI-ს ადრეული წარმატებები მარმოსეტებთან, რომლებიც მისი მრჩევლები იყვნენ, სწრაფად ჩაიშალა, რადგან მისი ასაკის შუა ოციან წლებში უკვე აღენიშნებოდა ნაადრევი ფსიქოზი. ფსიქიკური დაავადება შესაძლოა რამდენიმე თაობის შემდეგ გადაეცა დედამისის ჯოანა ბურბონის მხრიდან. [5] მიუხედავად იმისა, რომ იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ როგორც საყვარელი შარლი, მისი ზედმეტსახელი შეიცვალა შარლ შეშლილით (ან შლეგი, გიჟი).
შარლის ჭკუიდან შეშლის პირველი ცნობილი ეპიზოდი მოხდა 1392 წელს, როდესაც მისი მეგობარი და მრჩეველი, ოლივიე დე კლისონი, მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კლისონი გადარჩა, შარლს გადაწყვეტილი ჰქონდა, დაესაჯა სავარაუდო მკვლელი: პიერ დე კრეონი, რომელიც თავშესაფარში იმყოფებოდა ბრეტანში. ჟან V-ს, ბრეტანის ჰერცოგს, არ სურდა მისი გადაცემა, ამიტომ შარლმა მოამზადა სამხედრო ექსპედიცია.
თანამედროვეებმა თქვეს, რომ შარლს უკვე ჰქონდა „ცხელება“, როდესაც წამოიწყო აღნიშნული კამპანია და გათიშულად საუბრობდა მის გამოსვლაში. შარლი ჯარით გაემგზავრა ბრეტანის საჰერცოგოში 1392 წლის 1 ივლისს. ჯარის წინსვლა ნელი იყო, რამაც მოუთმენელი მეფე გააცოფა. ბრძოლისას მეფემ მოკლა რაინდი და კიდევ რამდენიმე კაცი.[6]
ფსიქიკური ავადმყოფობის პერიოდები გაგრძელდა მეფის ცხოვრებაში. 1393 წლის ერთ დღეს მან ვერ გაიხსენა თავისი სახელი და არც ის ახსოვდა, რომ იგი იყო მეფე. როდესაც მისი ცოლი სტუმრად მოვიდა, მან მოსამსახურეებს ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი და უბრძანა, რომ ეზრუნათ მასზე და შეესრულებინათ, რასაც მოითხოვდა.[7] 1395–96 წლების ეპიზოდის დროს ის ირწმუნებოდა, რომ ის წმინდა გიორგი იყო და მისი სამხრე სამოსელი იყო ლომის ტყავისა, რომელიც თავად განგმირა ხმლით.[8] ამ დროის განმავლობაში ის ცნობდა თავისი ოჯახის ყველა მოხელეს, მაგრამ ვერ ცნობდა მისი ცოლსა და შვილებს. ზოგჯერ ის ველურივით დარბოდა თავისი პარიზის რეზიდენციის დერეფნებში და მის შიგნით მეფის სიგიჟის დასაფარად სადარბაზოებს კეტავდნენ. 1405 წელს მან ხუთი თვის განმავლობაში უარი თქვა დაბანაზე და ტანსაცმლის შეცვლაზე.[9] მისი მოგვიანებითი ფსიქიკური ეპიზოდები დეტალურად არ არის აღწერილი. პაპმა პიუს II-მ, რომელიც დაიბადა შარლ VI- ის მეფობის დროს, მის კომენტარებში დაწერა, რომ იყო დრო, როდესაც შარლმა იფიქრა, რომ ის მინისგან იყო დამზადებული და, ამრიგად, სხვადასხვა გზით ცდილობდა დაეცვა საკუთარი თავი, რათა არ გატეხილიყო. მისი მოთხოვნით, ტანსაცმელი იყო შეკერილი რკინის წნელებისგან, რომ შარლი არ დამსხვრეულიყო სხვა პირთან კონტაქტისას. [10] ეს მდგომარეობა ცნობილი გახდა, როგორც მინის ბოდვა.
შარლ VI- ის მდივანმა, პიერ სალმონმა, ბევრი დრო გაატარა მეფესთან დისკუსიებში, ვიდრე ის იყო ფსიქიკურად ავად. მეფის ავადმყოფობის განკურნების მიზნით, მღელვარე პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად, სალმონი ზედამხედველობას უწევდა სახელმძღვანელოების ორი განსხვავებული ვერსიის წარმოებას კარგი მეფობის აღსაწერად, რომელიც ცნობილია როგორც პიერ სალმონის დიალოგების სახელით.[11] მაშინ როდესაც შარლ VI ბრეტანის ჰერცოგის წინააღმდეგ სალაშქროდ იყო და ჭკუიდან შეირყა, ძალაუფლება, ფაქტობრივად, მის ნათესავებს ჩაუვარდათ ხელში. საფრანგეთში დაიწყო შინაომი ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის. ერთ მათგანს სათავეში ედგნენ ბურგუნდიის ჰერცოგები. მეორეს — ორლეანის ჰერცოგები და არმანიაკის გრაფები. შარლ VI-ის მეფობის დროს მოხდა ხალხის დიდი აჯანყებები (მეუროების, კაბოშინების). ინგლისელებმა მიაღწიეს ტროას ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საფრანგეთი ნაწილობრივ ინგლისის სამეფოდ გამოცხადდა, ხოლო ინგლისის მეფე ჰენრი V შარლ VI მეფობის დროს რეგენტად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ — მემკვიდრედ. მაგრამ ინგლისელებმა ვერ მოახერხეს ამ განზრახვის შესრულება, რადგან საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი შარლ VII.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.