From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი (ფრანგ. Charles Yves Jean Ghislaine Michel; დ. 21 დეკემბერი, 1975, ნამიური, ბელგია) — ბელგიელი პოლიტიკოსი. 2014-2019 წლებში იყო ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 1 დეკემბრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შარლ მიშელი | |
შარლ მიშელი 2019 წელს | |
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 დეკემბერი, 2019 |
წინამორბედი | დონალდ ტუსკი |
ბელგიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ოქტომბერი, 2014 – 27 ოქტომბერი, 2019 | |
წინამორბედი | ელიო დი რუპო |
მემკვიდრე | სოფი ვილმესი |
დაბადებული | 21 დეკემბერი, 1975 ნამიური, ბელგია |
პოლიტიკური პარტია | რეფორმატორთა მოძრაობა |
მამა | ლუი მიშელი |
დედა | მარტინ მიშელი |
მეუღლე | ამელი დერბაუდრენგენი |
შვილები | 2 |
განათლება | ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბელგიის ფრანგული საზოგადოების წარმომადგენელი. პარტია „რეფორმატორთა მოძრაობის“ ლიდერი 2011-2019 წლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი 2014-2019 წლებში.
შარლ მიშელი დაიბადა 1975 წლის 21 დეკემბერს ვალონიაში, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში, მარტინ და ლუი მიშელების ოჯახში. 16 წლის ასაკშ გახდა „ჟოდუანის ახალგაზრდა რეფორმატორ-ლიბერალების“ ორგანიზაციის წევრი.[1] 1992-1999 წლებში იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი. 1998 წელს დაასრულა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ფრანგულენოვანი) იურიდიული ფაკულტეტი და ამსტერდამის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც გახდა ადვოკატი.[2]
1999 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. 2000 წელს შარლი 25 წლის ასაკში დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ბელგიის ისტორიაში.[3] ამავე წელს აირჩიეს ქალაქ ვავრის საქალაქო საბჭოში, 2004 წელს გახდა პარტია რეფორმატორთა მოძრაობის პრეს-მდივანი, ხოლო 2006 წელს — ქალაქის მერი. 2007 წლისა და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით შარლ მიშელი ხელახლა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.[4]
შარლის მამა ლუი მიშელი 2004-2009 წლებში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განვითარების საკითხებში ევროკომისარი.
2007-2011 წლებში იყო ბელგიის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი.[5] ამავდროულად ქალაქ ვავრის მერიც.[6]
2014 წლის 11 ოქტომბერს მეფე ფილიპემ ოფიციალურად დანიშნა პრემიერ-მინისტრად.[7][8]
2019 წლის 2 ივლისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში შარლ მიშელი აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის 1 დეკემბრიდან და თანამდებობაზე დარჩება მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში.[9]
სამოქალაქო ქორწინებაშია ამელი დერბაუდერენგენთან. ჰყავთ ორი შვილი ჟანა და ლიუსი.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.