შერლოკ ჰოლმზი (ინგლ. Sherlock Holmes) — ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. როგორც ცნობილია, მწერლის შთაგონების წყარო იყო რეალური პიროვნება ჯოზეფ ბელი.[1]კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოებები ითვლება დეტექტივური ჟანრის კლასიკად. უმრავლეს შემთხვევაში, ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი უოტსონის პირით. უოტსონი აღწერს ჰოლმზის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმზი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმზი უხსნის უოტსონს თავის მოქმედებებს.[2]
სწრაფი ფაქტები შერლოკ ჰოლმზი, პირველი გამოჩენა ...
შერლოკ ჰოლმზი |
---|
შერლოკ ჰოლმზი, სიდნი პეჯეტის 1904 წლის ილუსტრაცია |
პირველი გამოჩენა |
1887-1888 |
---|
შემქმნელი |
ართურ კონან დოილი |
---|
ეპიზოდი |
ოთხი რომანი 56 მოთხრობა |
---|
ინფორმაცია |
---|
სქესი |
მამრობითი |
---|
დაბ. თარიღი |
6 იანვარი 1854 (?) |
---|
გარდ. თარიღი |
1923 წლის შემდეგ |
---|
ოჯახი |
მაიკროფტ ჰოლმზი (ძმა) |
---|
საცხოვრებელი |
ლონდონი, ბეიკერ სტრიტი 221B |
---|
ეროვნება |
ინგლისელი |
დახურვა
კონან დოილმა დაწერა 4 რომანი და 56 მოთხრობა შერლოკ ჰოლმზე. პირველი მოთხრობა „ალისფერი კვალი“ დაიბეჭდა ჟურნალ „Beeton's Christmas Annual“-ში 1887 წელს, ხოლო მეორე - „ოთხთა ნიშანი“ „Lippincott's Monthly Magazine“-ში 1890 წელს. შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და 1891 წელს გამოვიდა მოთხრობების პირველი კრებული „The Strand Magazine“-ში. ამას შემდეგ მოჰყვა მოთხრობათა მთელი სერია და ოთხი რომანის გამოსვლა. ნაწარმოებები გამოდიოდა 1880 წლიდან 1907 წლამდე და შემდგომ კიდევ ერთი უკანასკნელი მოთხრობა „ლომის ფაფარი“ 1914 წელს.
- ალისფერი კვალი (1887, A Study in Scarlet)
- ოთხთა ნიშანი (1890, A Sign of Four)
- შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი (1891, The Adventures of Sherlock Holmes)
- ბოჰემიაში მომხდარი აურზაური (A Scandal in Bohemia)
- ჟღალთმიანთა კავშირი (The Red-Headed League)
- მაცდური (A Case of Identity)
- ბასკომბის ველის საიდუმლოება (The Boscombe Valley Mystery)
- ფორთოხლის ხუთი კურკა (The Five Orange Pips)
- დამანჭულტუჩიანი კაცის თავგადასავალი (The Man with the Twisted Lip)
- ცისფერი კარბუნკული (The Adventure of the Blue Carbuncle)
- ჭრელი ლენტი (The Adventure of the Speckled Band)
- ინჟინრის თითი (The Adventure of the Engineer’s Thumb)
- უცოლო დიდგვაროვანი (The Adventure of the Noble Bachelor)
- ბერილის გვირგვინი (The Adventure of the Beryl Coronet)
- სპილენძის წიფლები (The Adventure of the Copper Beeches)
- შერლოკ ჰოლმზის მოგონებები (1894, The Memoirs of Sherlock Holmes)
- ვერცხლოვანი ნიშა (Silver Blaze)
- მუყაოს კოლოფი (Cardboard Box)
- ყვითელი სახე (Yellow Face)
- კლერკის თავგადასავალი (The Stockbroker’s Clerk)
- ,,გლორია სკოტი'' (The “Gloria Scott”)
- მესგრეივების საგვარეულო წესი (The Musgrave Ritual)
- რეიგეტელი სკვაირები (The Reigate Puzzle)
- მხრებში მოხრილი კაცი (The Crooked Man)
- მუდმივი პაციენტი (The Resident Patient)
- ბერძენი თარჯიმანი (The Greek Interpreter)
- საზღვაო ხელშეკრულება (The Naval Treaty)
- ჰოლმზის უკანასკნელი საქმე (The Final Problem)
- ბასკერვილების ძაღლი (1901, The hound of Baskervilles)
- შერლოკ ჰოლმზის დაბრუნება (1903, The return of Sherlock Holmes)
- უკაცრიელი სახლი (The Adventure of the Empty House)
- ნორვუდელი მშენებელი (The Adventure of the Norwood builder)
- მოცეკვავე კაცუნები (The Adventure of the Dancing Men)
- მარტოხელა ველოსიპედისტი (Solitary cyclist)
- შემთხვევა ინტერნატში (The Adventure of the Priory School)
- შავი პიტერი (The Adventure of the Black Peter)
- ჩარლზ ოგასტეს მილვერტონის აღსასრული (The Adventure of the Charles Augustus Milverton)
- ექვსი ნაპოლეონი (The Adventure of the Six Napoleons)
- სამი სტუდენტი (The Adventure of Three Students)
- ოქროსჩარჩოიანი პენსნე (The Adventure of the Golden Pince-Nez)
- დაკარგული მორაგბე (The Adventure of the Missing Three-Quarter)
- მკვლელობა ებბიგრეინჯში (The Adventure of the Abbey Grange)
- მეორე ლაქა (The Adventure of Second Stain)
- შიშის ველი (1914, The Valley of fear)
- გამოსათხოვარი თავის დაკვრა (1917, His Last Bow)
- ცისვაზის საყარაულოში (The Adventure of Wisteria Lodge)
- ალისფერი ბეჭედი (The Adventure of the Red Circle)
- ბრიუს-პარტინგტონის ნახაზები (The Adventure of the Bruce-Partington Plans)
- შერლოკ ჰოლმზი სიკვდილის პირას (The Adventure of the Dying Detective)
- ლედი ფრენსის კარფექსის გაუჩინარება (The Disappearance of Lady Frances Carfax)
- ეშმაკის ფეხი (The Adventure of the Devil’s Foot)
- გამოსათხოვარი თავის დაკვრა (The Last Bow)
- შერლოკ ჰოლმზის არქივი (1927, The Case-Book of Sherlock Holmes)
- მაზარინის ქვა (The Adventure of the Mazarin Stone)
- თორის ხიდი (The Adventure of the Thor Bridge)
- ოთხზე მბობღავი კაცი (The Adventure of the Creeping Man)
- სუსექსელი ვამპირი (The Adventure of the Sussex Vampire)
- სამი ჰარიდი (The Adventure of the Three Garridebs)
- ცნობილი პიროვნება (The Adventure of the Illustrious Client)
- სამი თავხე (The Adventure of the Three Gables)
- გათეთრებული მებრძოლი (The Adventure of the Blanched Soldier)
- ლომის ფაფარი (The Adventure of the Lion’s mane)
- გადამდგარი საღებავებით მოვაჭრე (The Adventure of Retired Colourman)
- პირბადიანი მდგმური (The Adventure of the Veiled Lodger)
- შოსკომბის საიდუმლოება (The Adventure of Shoscomb Old Place)