შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა
From Wikipedia, the free encyclopedia
შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა — იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს ნახატი, მხატვრობის ისტორიის ყველაზე პოპულარული მიმდნინარეობის ეპოქალური ტილო. შეიქმნა 1872 წელს.
შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა | |
---|---|
Impression, soleil levant[1] და Impression, Sunrise[1] | |
ავტორი | კლოდ მონე |
წელი | 1872 |
კატალოგი | 63, 263 და 98[2] |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 48 სმ |
სიგანე | 63 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | მარმოტან-მონეს მუზეუმი |
საზოგადოებამ ეს ტილო „ბატინიოლის ჯგუფის“ პირველ გამოფენაზე ნახა. იმ დროის პრესა მყისიერად გამოეხმაურა მის გამოჩენას. ზოგმა კი, მაგალითად „შარივარის“ კრიტიკოსმა ლერუამ უარყოფითად შეაფასა ნახატი სტატიაში სათაურით „იმპრესიონისტების გამოფენა“. მისი აზრით, „ემბრიონის დონეზე შესრულებლი ნებისმიერი ნახატი ფურცელზე უფრო დასრულებულია ვიდრე ეს მარინისტული ტილო“. მის საპირისპიროდ ფილიპ ბერტი მადლობას უხდის კლოდ მონეს „ასეთი სწრაფლწარმავალი წუთების დაჭერისათვის“. არმან სილვესტრი, მხატვრის მეორე მეგობარი, თანაუგრძნობს მონეს, პისაროსა და სისლეის ხედვას და წერს: „მონე ეძებს ფერებით მიღწეული შთაბეჭდილების ეფექტს, ექსპრესიულობით მიღწეული შედევრის გზას, ის ხაზის მოყვარულებს უთმობს“. დღეს უკეთესად გვესმის, თუ რის მიღწევა სურდა მონეს ამ ტულოს შექმნით, რომელიც ჰავრის სასტუმრო „ამიროტეს“ ფანჯრიდან დახატა. სასტუმროს ოთახის ფანჯარა პორტის ხედზე შიგნიდან იღება „ეს სასტუმრო მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა“. იგი დღისა და ღამის სხვადასახვა მონაკვეთში სხვადასხვა შთაბეჭდილებას ახდენს, ტილო იჭერს ყველაზე სწრაფლმავალ წუთს, როცა მზე გამოდის ნისლიდან. ეს პროცესი ტილოს უფრო მატერიალურს ხდის. ტილოზე არაფერია შემთხვევითი; აქ ლაპარაკია განმეორებადი პლანების თანმხვედრ წარმოსახვაზე: წყალი, ნავი, ცა. მზე, რომელიც წყის ზედაპირზე ცეცხლისებრ გამჭოლ სხივებს ისვრის, მონემ იონგკინდის ტილოზე, ტერნერთან, რიგის აკვარელების და ასევე პეტვორტთან, მის ათასფრად აელვარებულ ცაზე დაინახა.
ეს ტილო ზუსტად აღწერს ეფემერულ შთაბეჭდილებას, რომელიც გათენებისას ერთი საათი თუ გრძელდება, როცა ბინდი იფანტება ღრუბლებში და როცა ანძებიც წყლის ფერია. თუმცაღა ეს არ არის ატმოსფერული მოვლენის აღწერა, რომელსაც ბოდლერი ეთაყვანებოდა ბუდენის ნახატებზე. მხატვარი ემოციას გადმოგვცემს უფრო მინიშნებით, ვიდრე გამომსახველობით. აქ კარგად ჩანს ჩინელი და იაპონელი მხატვრების გავლენა, რომელთა ნამუშევრებმაც აღაფრთოვანა მონე ინგლისსა და ნიდერლანდებში ყოფნისას. ძენის პერიოდის ნახატებმა ასევე დიდი ზეგავლენა იქონია მის მხატვრობაზე. მხატვარი საშუალებას აძლევს მნახველს, გონებით მიხვდეს ნახატის ჩანაფიქრს. ამგვარად მხატვრობა, როგორც პიერ დე ამბობს, არის „სპექტაკლი, რომელიც იბადება თქვენ თვალწინ განუსაზღვრელი სიქორფიტა და ფრთხილად შემოპარული ფერებით. ეს სურპრიზია. თქვენ თვალწინ იშლება შთაბეჭდილება, დიახ, მზის ამოსვლის შთაბეჭდილება“.