ჩაიიაფუმი (ტაი. ชัยภูมิ) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში, ჩაიიაფუმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2015 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 58,350 ადამიანი. მდებარეობს ბანგკოკიდან 337 კმ-ში, კორატის პლატოზე, ზღვის დონიდან 185 მ სიმაღლეზე. ქალაქის სიახლოვეს არსებული ტერიტორია სავსებით მოსწორებულია, თუმცა დასავლეთით აღმართულია ფეტჩაბუნის მთები. განვითარებულია ტროპიკული სავანური კლიმატი. ზამთარი მშრალია და ძალიან თბილი, აპრილი ძალიან ცხელი თვეა, რომლის საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა უდრის 36.4 °C. მუსონური სეზონები გვიან აპრილიდან ოქტომბრამდეა, რომელსაც თან ახლავს თავსხმა, დღის განმავლობაში არსებული რამდენადმე გრილი ტემპერატურით, ღამეები მაინც თბილი რჩება.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.