ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (ინგლ. Charles John Huffam Dickens, ფსევდონიმი - „ბოზ“ (ინგლ. „Boz“), დ. 7 თებერვალი, 1812, ლენდპორტი, ჰემფშირი — გ. 9 ივნისი, 1870, გედს-ჰილი, კენტი) — ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი, რომლის რომანებისა და მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა.[16][17]
სწრაფი ფაქტები ჩარლზ დიკენსი, დაბადების თარიღი ...
ჩარლზ დიკენსი |
---|
ინგლ. Charles Dickens |
|
დაბადების თარიღი |
7 თებერვალი, 1812(1812-02-07)[1] [2] [3] [4] [5] |
---|
დაბადების ადგილი |
ლენდპორტი[3] [1] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
9 ივნისი, 1870(1870-06-09)[6] [3] [1] [5] (58 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
გედს-ჰილი[2] [3] [7] |
---|
დასაფლავებულია |
უესტმინსტერის სააბატო[8] |
---|
ფსევდონიმი |
Boz |
---|
საქმიანობა |
მწერალი[2] [9] [10] [11] [12] , რომანისტი[13] , ჟურნალისტი[8] [12] , სოციალური კრიტიკოსი, დრამატურგი, ავტორი[13] , საბავშვო მწერალი, რედაქტორი, პროზაიკოსი[14] და ბოტანიკოსი |
---|
ენა |
ბრიტანული ინგლისური |
---|
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
---|
ჟანრი |
რომანი, მოთხრობა, ნოველა და non-fiction |
---|
Magnum opus |
პიკვიკის კლუბის ჩანაწერები, ოლივერ ტვისტი, A Christmas Carol, დევიდ კოპერფილდი, Bleak House, Hard Times: For These Times, Little Dorrit, ორი ქალაქის ამბავი, დიდი იმედები, Barnaby Rudge, Our Mutual Friend, ნიკოლას ნიკლბი, The Old Curiosity Shop, Dombey and Son, Martin Chuzzlewit და The Mystery of Edwin Drood |
---|
ჯილდოები |
ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი |
---|
მეუღლე |
ქეთრინ დიკენსი[15] [12] |
---|
პარტნიორ(ებ)ი |
ელენ ტერმანი |
---|
შვილ(ებ)ი |
ჩარლზ დიკენსი (უმცროსი)[15] [12] , მერი დიკენსი[15] [12] , ქეით პერუჯინი[15] , უოლტერ ლენდორ დიკენსი[15] , ფრენსის დიკენსი[15] , ალფრედ დ’ორსეი ტენისონ დიკენსი[15] , სიდნი სმით ჰალდიმენდ დიკენსი[15] [8] , ჰენრი ფილდინგ დიკენსი[15] , დორა ენი დიკენსი[15] და ედუარდ დიკენსი[15] |
---|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსამსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში - „დევიდ კოპერფილდი“ და „პაწია დორითი“.