From Wikipedia, the free encyclopedia
მონტენეგროს სამთავრო (სერბ. Књажевина Црна Горa, Knjaževina Crna Gora), ასევე ცნობილი როგორც ჩერნოგორიის სამთავრო — ყოფილი სამთავრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც არსებობდა 1852 წლის 13 მარტიდან 1910 წლის 28 აგვისტომდე. მოგვიანებით სამთავრო ნიკოლა I-მა ჩერნოგორიის სამეფოდ გამოაცხადა, თვითონ კი ქვეყნის მეფე გახდა.
მონტენეგროს სამთავრო Књажевина Црна Горa Knjaževina Crna Gora | ||||||
დაიშალა | ||||||
| ||||||
| ||||||
ჰიმნი Ubavoj nam Crnoj Gori (ჩვენი ლამაზი მონტენეგროსთვის) | ||||||
დედაქალაქი | ცეტინიე | |||||
ენები | სერბული | |||||
რელიგია | აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა | |||||
მთავრობა | უნიტარული აბსოლუტური მონარქია | |||||
პრინცი | ||||||
- | 1852–1860 | დანილო I | ||||
- | 1860–1910 | ნიკოლა I | ||||
პრემიერ-მინისტრი | ||||||
- | 1879–1905 | ბოჟო პეტროვიჩ-ნიეგოში | ||||
- | 1907–1910 | ლაზარ ტომანოვიჩი | ||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | პარლამენტი | |||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 13 მარტი 1852 | ||||
- | სეკულარიზაცია | 13 მარტი, 1852 | ||||
- | ბერლინის კონგრესი | 13 ივლისი, 1878 | ||||
- | კონსტიტუციის მიღება | 19 დეკემბერი, 1905 | ||||
- | ჩერნოგორიის სამეფოდ გადაკეთება | 28 აგვისტო, 1910 | ||||
- | გაუქმდა | 28 აგვისტო 1910 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1852 | 5 475 კმ² (2 114 მლ²) | ||||
- | 1878 | 9 475 კმ² (3 658 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1909 წელი | 317 856 | ||||
ვალუტა | ავსტრო-უნგრული კრონი, მონტენეგრული პერპერი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | მონტენეგრო | |||||
სამთავროს დედაქალაქი ცეტინიე იყო, ხოლო ოფიციალურ ვალუტას მონტენეგრული პერპერი წარმოადგენდა 106 წლამდე. ჩერნოგორიის სამთავრო დღესდღეობით თანამედროვე მონტენეგროს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო ოფიციალურად კონსტიტუციური მონარქია იყო, დე ფაქტო კი აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა.
დანილო I-ის კოდექსში, რომელიც 1855 წლით თარიღდება დანილო წერს რომ ის არის მონტენეგროსა და ბრდას მთავარი (პრინცი) და მბრძანებელი (სერბ. књаз и господар Црне Горе и Брда / knjaz i gospodar Crne Gore i Brda)[1] 1870 წელს ნიკოლამ მოიპოვა ტიტული „მონტენეგროსა და ბრდას მთავარი (პრინცი)“ (књаз Црне Горе и Брда / knjaz Crne Gore i Brda). ორი წლის შემდეგ სახელმწიფოს მონტენეგროს სამთავრო (Књажевина Црна Гора / Knjaževina Crna Gora) ეწოდა.[2]
სამთავრო შეიქმნა 1852 წლის 13 მარტს, როდესაც დანილო I პეტროვიჩ-ნიეგოშმა (წარსულში ცნობოლი, როგორც ვლადიკა დანილო II) გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პრინც-ეპოსკოპოსის ტიტულზე და დაქორწინებულიყო. მალევე, 1855 წელს გამოქვეყნდა მონტენეგროს სამთავროს ახალი კონსტიტუცია სახელწოდებით „დანილოს კოდექსი“. საუკუნეების თეოკრატიული მმართველობის შემდეგ, ამან მონტენეგრო საერო სამთავროდ აქცია.
მირკო პეტროვიჩ-ნიეგოში, დანილო I-ის უფროსი ძმა, ხელმძღვანელობდა 7 500 კაციან ჯარს, რომლის სარდლობითაც მონტენეგროელებმა 1858 წლის 1 მაისს გრაჰოვაცში გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ გამარჯვებამ აიძულა დიდი სახელმწიფო, რომ სამთავროსთან საზღვრები გამოეყო და მონტენეგროს დამოუკიდებლობა ეცნო. მონტენეგრომ კონტროლი დაამყარა გრაჰოვოზე, რუდინეზე, ნიკშიჩზე, დროჰნიაცის ნაზევარზე, ტუშინაზე, უსკოციზე, ლიპოვოზე, ზედა ვასოიევიჩზე და კუჩისა და დოდოშის რეგიონების ნაწილზე.
დანილო I-ის მკვლელობის შემდეგ, 1860 წლის 13 აგვისტოს, ნიკოლა I, დანილოს ძმისშვილი, მონტენეგროს სამთავროს შემდეგი მმართველი გახდა. ნიკოლა ეხმარებოდა სერბებს ჰერცეგოვინის აჯანყებაში (1875–1878), მოგვიანებით კი წამოიწყო ოსმალეთ-მონტენეგროს ომი (1876–1878). რუსეთის ძალების დომინაციამ თურქულ ძალებზე კონსტანტინოპოლი აიძულა, რომ ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე 1878 წლის 3 მარტს, რითაც ოფიციალურაც სცნეს მონტენეგროს, ასევე რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა. ასევე გაიზარდა მონტენეგროს ტერიტორია 4 405 კმ²-დან 9 475 კმ²-მდე. მონტენეგრომ ასევე მოიპოვა ქალაქები ნიკშიჩი, კოლაშინი, სპუჟი, პოდგორიცა, ჟაბლიაკი, ბარი, აგრეთვე ზღვაზე გასასვლელი. ნიკოლა I-ის მმართველობის დროს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ოსმალეთის იმპერიასთან. მცირე სასაზღვრო შეტაკებების გაუთვალისწინებლად, დიპლომატიურმა კავშირმა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 30 წლიანი მშვიდობიანი ურთიერთობა გამოიწვია, რომელიც აბდულჰამიდ II-ის გადაყენებამდე გაგრძელდა.[3]
ისტორიული საომარი დროშა იყო krstaš-barjak, რომელიც სადა დროშას წარმოადგენდა ჯვრებით. საომარი დროშები გამოიყენეს ვუჩი-დოს (1876) ბრძოლაში. ეს დროშა იყო წითელი, რომლის ცენტრშიც თეთრი ჯვარი იყო დატანილი. ეს დროშა სერბეთის საომარი დროშაზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელსაც კოსოვოს ბრძოლაში იყენებდნენ.[4] იგივე დროშა გამოიყენეს 1878 წელს ცეტინიეში[5] სან-სტეფანოს ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე. 1905 წლის კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული დროშა იყო სამფეროვანი და წითელი, ლურჯი და თეთრი ხაზებისგან შედგებოდა, რომელიც თავის მხრივ პანსლავიზმისა და სერბეთის დროშის მსგავსია.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.