From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეხეთის სახელმწიფო დროშა (ჩეხ. státní vlajka České republiky) — იგივე, რაც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის დროშა. ამ სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ მისი დროშა შეინარჩუნა, სლოვაკეთმა კი ახალი მიიღო. ჩეხოსლოვაკიის პირველი დროშა თეთრი და წითელი ფერებისგან შედგებოდა, რაც მას პოლონეთის დროშასთან აიგივებდა, ამიტომ, დაემატა ლურჯი სამკუთხედი. ეს დროშა 1939 ნაცისტებმა აკრძალეს და მიიღეს ჰორიზონტალური, სამფეროვანი დროშა თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში. თუმცა 1945 წლეს დროშა კვლავ აღდგა.
1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ ყოფილი ფედერალური სახელმწიფოს იდენტური დროშა მიიღო, რითაც პირდაპირ დაარღვის კონსტიტუციური აქტი, რომელიც ორ მემკვიდრე სახელმწიფოს ყოფილი ფედერალური სიმბოლოების გამოყენებას უკრძალავდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.