ჩოლაბური
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩოლაბური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ძუსისა და ბუჯის შეერთებით, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 565 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომასა და ზაფხულში — წყალმოვარდნები, ზამთარში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,4 მ³/წმ.
სწრაფი ფაქტები ჩოლაბური, ქვეყანა ...
ჩოლაბური | |
---|---|
ჩოლაბური ქ. თერჯოლასთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
ბუჯის და ძუსის შესართავი 42°09′21″ ჩ. გ. 43°02′28″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 170 მ |
შესართავი |
ყვირილა 42°10′18″ ჩ. გ. 42°54′32″ ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 565 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 11,4 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა