თერჯოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
თერჯოლა — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
თერჯოლა | |
თერჯოლის ცენტრი, სპორტის სასახლე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°11′00″ ჩ. გ. 42°58′38″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1983 |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4644[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 432[2] |
საფოსტო ინდექსი | 1900[3] |
დახურვა
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე. ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 14 კილომეტრი, თბილისიდან 198 კმ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. თერჯოლაში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, სპორტის სასახლე.