ცარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცარი (რუს. царь, ბულგ. цар, სერბ. цар) — სიტყვის ფართო გაგებით ნიშნავს სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს. იგი მონარქის ტიტულია. XIX საუკუნის რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ტიტული ზოგჯერ იმპერატორის სინონიმადაც გამოიყენებოდა. მაგ.: ცარს უწოდებდნენ მაკედონიის და ბულგარეთის მეფეებს, იაპონიის და ძველი რომის იმპერატორებს.
სიტყვის ვიწრო გაგებით „ცარი“ (მომდინარეობს ლათ. Caesar, რუს. Цезарь-იდან) რუსი მონარქების მთავარი ტიტულია 1547-1721 წლებში.
„ცარი“ იყო აგრეთვე ბულგარეთის (893-1014, 1085-1396, 1908-1946) და სერბეთის (1346-1371) მმართველების ოფიციალური ტიტული.
1547 წლამდე მოსკოვის სახელმწიფოს სათავეში იდგა დიდი კნიაზი. ტიტული „ცარი“, როგორც სხვა რუს კნიაზებზე უზენაესობის სიმბოლო პირველად მიიღო ივან მრისხანემ. „ცარის“ ტიტულით რუსი მონარქები ხაზს უსვამდნენ მათ აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორთა „მემკვიდრეობას“.
1721 წელს პეტრე I-მა თავის უმთავრეს ტიტულად იმპერატორის ტიტული მიიღო. არაოფიციალურად, ხალხთა მასებში ტიტული „ცარი“ განაგძობდა გამოყენებას 1917 წლის თებერვლამდე.