From Wikipedia, the free encyclopedia
ცელა — ზღვის ან ტბის ნაპირებზე ქვიშის, კენჭნარის ან ნიჟარების ვიწრო და დაბალი მონალექი ზოლი, რომელიც ერთი ბოლოთი უკავშირდება ხმელეთს, ხოლო მეორეთი თავისუფლად ბოლოვდება აკვატორიის ფარგლებში.[1]
აგებულია უმთავრესად რბილი მასალით — ქვიშებით, ღორღით, რიყნარით, კენჭითა და ხრეშით. წარმოიქმნება ნაპირის გამოყოლებით ნალექების გადაადგილებისა და დალექვის შედეგად; ზოგჯერ ნალექები ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნაპირისგასწვრივი დინების შეხვედრის ადგილას გროვდება. ასეთი ცელა სანაპირო ხაზის პერპენდიკულარულადაა შეჭრილი ზღვაში და ისარა ეწოდება. აღსანიშნავია კურშის ცელა, ბალტიის ცელა, არაბატის ცელა, ჩუშკა და სხვა.[1] ცელა, რომელიც გამოჰყოფს ყურეს ან უბეს, ეწოდება წანაყარი, ხოლო ისეთი ცელა, რომელიც აერთებს კუნძულსა და კონტინენტს, ეწოდება ტომბოლო.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.