From Wikipedia, the free encyclopedia
ცისფერი ნილოსი (ამჰ. ዓባይ; გამოითქმის როგორც: ʿაბბაი; არაბ. النيل الأزرق; გამოითქმის როგორც ან-ნილ ალ-აზრაქ) — მდინარე სუდანში და ეთიოპიაში, ნილოსის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე — 1450 კმ. თეთრ ნილოსთან ერთად იგი წარმოადგენს ნილოსის უდიდეს შენაკადს.
ცისფერი ნილოსი | |
---|---|
ცისფერი ნილოსის ჩანჩქერი, ტანას ტბასთან. | |
ქვეყანა |
ეთიოპია, სუდანი |
ქალაქები | ხართუმი |
სათავე | ტანას ტბა |
სიგრძე | 1450 კმ |
აუზის ფართობი | 325 000 კმ² |
ცისფერი ნილოსი ვიკისაწყობში |
სათავეს იღებს ტანას ტბიდან (ეთიოპიის მთიანეთი) ზღვის დონიდან 1830 მეტრზე. ტბიდან გადმოსული წყლის მასა დარეგულირებულია ჰიდროელექტროსადგურის კაშხლით. ცისფერი ნილოსი სანაოსნოდ ვარგისია 580 კმ-ზე მდინარის დასასრულამდე.
ზემო დინებას ეთიოპიის მთიანეთის საზღვრებში ეწოდება აბაი. 500 კმ მანძილზე მოედინება კანიონში 900—1200 მეტრ სიღრმეზე. ეთიოპიაში მას ბევრი წმინდა მდინარედ — გიჰონად მიიჩნევს, რომელიც ბიბლიაში ნახსენები ედემის ბაღიდან მეოთხე მდინარის სახით გამოედინება.[1] ამასთან დაკავშირებით მას უძღვნიან საჩუქრებს პურის და სხვა პროდუქტების სახით.
სუდანის ტერიტორიაზე მდინარეს ჰქვია ბაჰრ-ელ-აზრაკი (არაბული ენიდან ბაჰრ — «ზღვა» და აზრაკი — «ცისფერი»). სუდანის ტერიტორიაზე აგებულია დიდი წყალსაცავი ქალაქ როსეირესთან.
ქალაქ ხარტუმთან ცისფერი ნილოსი უერთდება თეთრ ნილოსს და ქმნის მდინარე ნილოსს.
წვიმების სეზონში ნილოსის მდინარეული ჩამონადენი შეადგენს 60 %-ს, მშრალ სეზონში იგი საკმაოდ მეჩხერდება. ქვემო დინების წყლის რესურსი გამოიყენება ბამბის მინდვრების მოსარწყავად და წყალმომარაგებისთვის. წვიმების სეზონში წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 2350 მ³/წმ-ში.
2011 წელს დაიწყო «დიდი ეთიოპიის აღორძინების კაშხლის» მშენებლობა, რომელიც შედგებოდა 15 რადიალურ-ღერძული ჰიდროაგრეგატებისაგან. ჰესის სიმძლავრე შეადგენს 5250 მეგავატს[2][3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.