![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Gazella_rufifrons_AB.jpg/640px-Gazella_rufifrons_AB.jpg&w=640&q=50)
წითელშუბლა გაზელი
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელშუბლა გაზელი ან წითელშუბლა ქურციკი (ლათ. Eudorcas rufifrons) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა გაზელის გვარისა. ფართოდ, მაგრამ არათანაბრადაა გავრცელებული ცენტრალურ აფრიკაში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე. იგი უმთავრესად საჰელის ზონაში ბინადრობს, საჰარის სამხრეთით გრძელ ზოლად მშრალ საძოვრებზე, ტყის სავანებსა და ბალახოვან სტეპებში.
სწრაფი ფაქტები წითელშუბლა გაზელი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
წითელშუბლა გაზელი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Eudorcas rufifrons (J. E. Gray, 1846) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Vulnerable : 8973 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
![]() | |||||||||||||||||
|
დახურვა
ერთ-ერთი ავტორიტეტული წყარო[1] აღმოსავლეთ აფრიკულ ტომსონის ქურციკს წითელშუბლა გაზელის ქვესახეობად მიიჩნევს. იგი გაერთიანნებული იყო გაზელის გვარის სამფერა გაზელის ქვეგვარში, სანამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო გვარის სტატუსი.[2]