წითლად მბოლავი აზოტმჟავა
From Wikipedia, the free encyclopedia
წითლად მბოლავი აზოტმჟავა (RFNA) წარმოადგენს შენახვად მჟანგავს, რომელიც სარაკეტო საწვავად გამოიყენება. ის შეიცავს 85% აზოტმჟავას (HNO3), 13% დიაზოტის ტეტროქსიდს და 1–2% წყალს.[1] წითელ ფერი RFNA-ს მასში გახსნილი დიაზოტის ტეტროქსიდის გამო აქვს, რომელიც ნაწილობრივ იშლება აზოტის დიოქსიდის წარმოქმნით. აზოტის დიოქსიდი კი იხსნება მანამდე, სანამ ხსნარი არ გაჯერდება და შემდეგ ორთქლდება წითელი ორთქლითა და ამახასიათებელი მახრჩობელა სუნით.RFNA ზრდის საწვავის აალებადობას. ასევე ძალიან ეგზოთერმულია მისი წყალში გახსნის პროცესიც.
წითლად მბოლავი აზოტმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | აზოტმჟავა |
ტრადიციული სახელწოდება | წითლად მბოლავი აზოტმჟავა |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | იზრდება თავისუფალი NO2-ის შემცველობასთან ერთად გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დუღილის ტემპერატურა | 120.5 °C |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | განუსაზღვრელი გ/100 მლ |
კლასიფიკაცია | |
CAS | 78989-43-2 |
ის ჩვეულებრივ გამოიყენება ინჰიბიტორთან ერთად (ძალიან განსხვავებული, ხანდახან საიდუმლო ნივთიერებები, მაგალითად ფთორწყალბადი;[2] ნებისმიერ ასეთ კომბინაციას ეწოდება „ინჰიბირებული RFNA“ IRFNA) იმიტომ, რომ აზოტმჟავაში იმ მეტალების უმრავლესობას, რომლითაც კონტეინერები კეთდება, იხსნება.
ის ასევე შეიძლება იყოს მონოსაწვავი; მასში ამინების ნიტრატების გახსნის შემდეგ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ერთგვაროვანი სარაკეტო საწვავი. თუმცა მისი ასეთი გამოყენება პრაქტიკაში უცნობია.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული არმია RFNA-ს ზოგიერთ რაკეტებში მჟანგავად იყენებდა. ამ ნარევებს ეწოდებოდა S-სტოფი (96% აზოტმჟავის ნარევი 4% ნარევი რკინის ქლორიდთან როგორც წვის კატალიზატორი[3]) და SV-სტოფი (94% აზოტმჟავა with 6% დიაზოტის ტეტრაოქსიდთან ) და ერქვა Salbei (ბრძენი).
ინჰიბირებული RFNA ასევე გამოიყენებოდა როგორც მჟანგავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გაშვებულ მსუბუქ ორბიტალურ რაკეტაზე, Kosmos-3M-ზე.
მისი სხვა გამოყენებები თავის თავში შეიცავს სასუქების, საღებავების, ასაფეთქებლების დამზადებას. ის აგრევთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ლაბორატორიული რეაქტივი ფოტოგამჟღავნებისას და მეტალის ამოჭმისას.[4]