![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5c/Lion_Gate%252C_Hattusa_01.jpg/640px-Lion_Gate%252C_Hattusa_01.jpg&w=640&q=50)
ხათუსა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხათუსა (ხათუსას, ხატუშა, ხატუშაშ, თურქ. Hattuşaş) — ხეთების სამეფოს დედაქალაქი, მდებარეობს თანამედროვე თურქეთის სოფელ ბოღაზქოისთან, ცენტრალურ ანატოლიაში, მდინარე ბუდაქეზუს (ძველი ჰალისი) ნაპირებზე. ანკარიდან აღმოსავლეთით 145 კილომეტრის დაშორებით. აღმოაჩინეს 1834 წელს, გათხრები მიმდინარეობს 1906 წლიდან. ხათუსა როგორც ქალაქი ცნობილია ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდან.
სწრაფი ფაქტები ხათუსა*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ხათუსა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ლომების ჭიშკარი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°01′11″ ჩ. გ. 34°36′55″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 377 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8a/Hattusa.temple1.jpg/640px-Hattusa.temple1.jpg)
1986 წელს ხათუსას ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.