![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/51/Indian_Water_Buffalo_Bubalus_arnee_by_Dr_Raju_Kasambe_IMG_0347_%252811%2529_%2528cropped%2529.jpg/640px-Indian_Water_Buffalo_Bubalus_arnee_by_Dr_Raju_Kasambe_IMG_0347_%252811%2529_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ხარები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხარები[1] (ლათ. Bovini) — წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვართა ტრიბა ხარისებრთა ქვეოჯახისა.[2][3][4][5][6] ადრე ხარები ხარისებრთა ქვეოჯახის ერთადერთი ტრიბა იყო, მაგრამ უკანასკნელი კვლევების შედეგად მას დაემატა რამდენიმე ტრიბა, მაგ. ხრახნილრქებიანი ანტილოპები. მოიცავს დღემდე მოღწეულ ცამეტ სახეობას და მათ ქვესახეობებს.[2][5] თითო-თითო სახეობა ცხოვრობს ევროპაში (დომბა), აფრიკასა (აფრიკული კამეჩი) და ჩრდილოეთ ამერიკაში (ბიზონი), ხოლო დანარჩენი აზიაში. ამ ტრიბის ბევრი წარმომადგენელი ისტორიულ ეპოქაში გადაშენდა. აერთიანებს რამდენიმე ნამარხ გვარსაც.
სწრაფი ფაქტები ხარები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ხარები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() წყლის კამეჩი (აზიური კამეჩი) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Bovini | |||||||||||||||
|
დახურვა